სეიდების დინასტია
სეიდების დინასტია იყო დელის სასულთნოს რიგით მეოთხე დინასტია, რომლებიც ქვეყანას მართავდნენ 37 წლის განმავლობაში 1414-დან 1451 წლამდე. დინასტიის პირველმა მართველმა ხიზრი ხანმა, რომელიც მულთანის თემურიდი მმართველი იყო, დელი დაიპყრო 1414 წელს, იმ ფონზე, როცა მართველები საკუთარ თავს აცხადებდნენ დელის სასულთნოს სულთნებად მუბარაკ შაჰის დაქვემდებარებაში.[1][2] ხიზრი ხანის დინასტია თუღლაკიდების დინასტიის მემკვიდრეები იყვნენ და სასულთნოს მართავდნენ მანამ, სანამ ლოდის (დინასტიას) ჩაანაცვლებდნენ 1451 წელს.
სეიდების დინასტია سید |
||
---|---|---|
სეიდების დინასტიის ტერიტორიები და თანამედროვე სამხრეთ აზიის ძირითადი პოლითეები
|
||
დედაქალაქი | დელი | |
ენა | სპარსული ენა (ოფიციალური) | |
რელიგია | სუნიზმი ისლამი | |
მთავრობა | მონარქია | |
- | 1414–1421 წწ. | ხიზრ ხან საიდი |
- | 1421–1434 წწ. | მუბარაქ შაჰი |
- | 1434–1443 წწ. | მუჰამედ შაჰი |
- | 1443–1451 წწ. | ალა-ედ-დინ შაჰი |
დაარსება | 28 მაისი, 1414 წ. | |
- | დაიშალა | 20 აპრილის, 1451 წ. |
წარმოშობა
რედაქტირებათანამედროვე მწერალი იაჰია სირჰინდი თავის Tarikh-i-Mubarak Shahi-ში აღნიშნავს, რომ ხიზრ ხანი მაჰმადის შთამომავალი იყო. დინასტიის წევრების ტიტული მომდინარეობს სეიდიდან, ან ისლამის წინასწარმეტყველ მაჰმადის მემკვიდრეებისგან, რაც ეყრდნობოდა მტკიცებას, რომ ისინი მიეკუთვნებოდნენ საგვარეულოს სეიდის ქალიშვილის, ფატიმას გავლით. თუმცა, იაჰია სირჰინდი საკუთარ დასკვნებს აფუძნებდა არაპირდაპირ სამხილებზე, რომელთაგან პირველი იყო უჩ შარიფის ცნობილი წმინდანის სეიდ ჯალალედინ ბუხარის მიერ სეიდური მემკვიდრეობის დროებითი აღიარება, ნაშვილები ბაბუის, მალიქ მარდან დაულატის ოჯახში, რომელსაც იაჰია ასევე მოიხსენიებს, როგორც მალიქ მარდან ბჰატს. მეორე, სულთნის კეთილშობილური ხასიათი იყო, რომელიც განასხვავებდა მას მაჰმადის შთამომავლის მორალური თვისებებისგან.[3]
აბრაამ ერალი ფიქრობს, რომ ხიზრ ხანის წინაპრები, სავარაუდოდ, იყვნენ არაბული ოჯახის შთამომავლები, რომლებიც დიდი ხნის წინ, ადრეული ტუღლუქის პერიოდში დასახლდნენ მულტანის რეგიონში, მაგრამ ერალის ეჭვი ეპარება სეიდთა წარმომავლობაში.[4] მსგავს შეხედულებას იზიარებს ალ შრივასტავაც.[5] რიჩარდ მ. იტონისა და აღმოსავლური მეცნიერის, საიმონ დიგბის თანახმად, ხიზრ-ხანი იყო პენჯაბის ბელადი, რომელიც მიეკუთვნებოდა ხოხარის კლანს. ხიზრ-ხანი გააგზავნეს თიმურთან ყველაზე ახლოს მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, პენჯაბიდან, როგორც ელჩი და მომლაპარაკებელი, რომელმაც საბოლოოდ, ძალაუფლება მოიპოვა დელიში იმ კონტაქტების წყალობით.[6][7]
ისტორია
რედაქტირებახიზრ ხანი წარმოშობით იყო დიდგვაროვანი დელის სასულთნოში თუღლაკიდების დინასტიის დროს და, ამავდროულად, მულთანის გამგებელი სულთან ფირუზ შაჰის მმართველობისას. ხიზრ ხანი გააძევეს სარანგი ხანის დაქვემდებარებაში მყოფმა მუინის ტომებმა, რომლებმაც განახორციელეს მულთანის ოკუპაცია 1395 წელს. სარანგ ხანი იყო ინდოელი მუსლიმისა და მალუ იქბალ ხანის ძმა, რომელიც იყო დელის დე-ფაქტო მმართველი. სარანგ ხანს დახმარება აღმოუჩინეს მალიკ მარდან ბჰატის მსახურებმა. ბჰატი წარმოადგენდა მულთანის გამგებელს და ხიზრ ხანის ბაბუა იყო.[8][9]
1398 წელს თიმურის მიერ დელის გაძარცვის შემდეგ, მან დანიშნა ხიზრ ხანი მულტანის (პენჯაბი) მოადგილედ. იგი ფლობდა ლაჰორის, დიპალპურის, მულტანისა და ზემო სინდის.[10][11] მულტანში თავისი ძალების შეგროვებით, ხიზრ ხანმა დაამარცხა და მოკლა მალლუ იქბალ ხანი დელიში 1405 წელს [12] შემდეგ მან დაიპყრო დელი 1414 წლის 28 მაისს, რითაც დააარსა სეიდების დინასტია. [13] ხიზრ ხანმა არ მიიღო სულთნის ტიტული, მაგრამ განაგრძო თიმურისადმი ერთგულების გამომხატველი მხატვრული ლიტერატურის წერა, როგორიცაა თემურიდების რაიათ-ი-ალა (ვასალი) - თავდაპირველად, თიმურის, შემდეგ კი, მისი ვაჟის შაჰ რუხის მიმართ.[14][15] ხიზრ ხანთან გაერთიანების შემდეგ, პენჯაბი, უტარ პრადეში და სინდი კვლავ გაერთიანდნენ დელის სასულთნოში, სადაც იგი დროს ატარებდა აჯანყებების დამორჩილებაში.[16]
1421 წლის 20 მაისს გარდაცვალების შემდეგ, ხიზრ ხანის მემკვიდრე გახდა მისი ვაჟი სეიდ მუბარაკ შაჰი. მუბარაკ შაჰმა თავისი სახელი, როგორც მუიზ-ედ-დინ მუბარაქ შაჰი, მონეტებზე დაიტანა და თემურიდების სახელი ხალიფას სახელით ჩაანაცვლა. ასევე, მუბარაქმა გამოაცხადა საკუთარი თავი შაჰად.[17][18] მისი მეფობის დეტალური ანგარიში ხელმისაწვდომია თარიკ-ი-მუბარაქ შაჰში, დაწერილი იაჰია-ბინ-აჰმად სირჰინდის მიერ. მუბარაქ შაჰის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმისშვილი მუჰამად შაჰი და საკუთარი თავი სულთან მუჰამად შაჰად გამოაცხადა. სიკვდილის წინ, მუჰამადმა თავის ვაჟს, საიდ ალა-ად-დინ შაჰს ბადაუნიდან მოუხმო და წარადგინა ტახტის მემკვიდრედ.
1451 წლის 19 აპრილს სეიდების უკანასკნელმა მმართველმა ალა-ედ-დინმა ნებაყოფლობით დატოვა დელის სასულთნოს ტახტი ბაჰლულ ხან ლოდის სასარგებლოდ და გაემგზავრა ბადაუნში, სადაც გარდაიცვალა 1478 წელს [19]
მეფეები
რედაქტირებახიზრ ხანი
რედაქტირებახიზრ ხანი იყო მულთანის გამგებელი ფირუზ შაჰ თუღლაქის დაქვემდებარების დროს. როდესაც თემური შეიჭრა ინდოეთში, სეიდი ხიზრ ხანი შეუერთდა მულთანში. თემური დაინიშნა მულთანისა და ლაჰორეს გამგებლად. მოგვიანებით, ხიზრ ხანმა დაიპყრო ქალაქი დელი და ამით სეიდების მართველობა დაიწყო 1414 წელს. იგი მართავდა თემურის სახელით. მას არ შეეძლო დამოუკიდებელი თანამდებობის დაკავება ყველა თვალსაზრისით. თემურიდების სუზერენობის აღიარების ნიშნად, ხუთბაში იკითხებოდა თემურის მართველის (შაჰ რუხის) სახელი, მაგრამ, როგორც საინტერესო სიახლე, ხიზრ ხანის სახელიც იყო დართული. თუმცა, უცნაურია, რომ მონეტებზე თემურიდი მმართველის სახელი კი არა, არამედ ძველი ტუღლაყის სულთნის სახელი იყო დატანილი. ხიზრ ხანის სახელზე მოჭრილი მონეტების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.[20]
მუბარაქ შაჰი
რედაქტირებამუბარაქ შაჰი იყო ხიზრ ხანის ვაჟი, რომელიც ტახტზე ავიდა 1421 წელს. მუბარაქ შაჰმა შეწყვიტა მამის ნომინალური ერთგულება თემურის მიმართ.[21] მუბარაქი თავისუფლად იყენებდა შაჰის სამეფო ტიტულს საკუთარ სახელთან ერთად და მხოლოდ ხალიფას მიმართ ერთგულებას გამოხატავდა.[22] მუბარაქი იყო სეიდების დინასტიის უძლიერესი მმართველი,[23] რომელმაც დაამარცხა მიმავალი ჰოშანგ შაჰ ღორი, მალვას სულთანატის მმართველი და აიძულა იგი გადაეხადა მძიმე ხარკი მისი მეფობის დასაწყისში.[24] ასევე, მუბარაქ შაჰმა ჩაახშო ჯასრათ ხოხარის აჯანყება და მოახერხა ქაბულელი თემურიდების მრავალჯერადი შემოსევების თავიდან აცილება.[25]
მუჰამად შაჰი
რედაქტირებამუჰამად შაჰი იყო მუბარაქ შაჰის ძმისშვილი. იგი მართავდა 1434-დან 1443 წლამდე პერიოდში. მუჰამად შაჰი ტახტზე სარვარ ულ მულკის დახმარებით ავიდა. ამის შემდეგ, შაჰს სურდა განთავისუფლებულიყო სარვარ ულ მულკის ბატონობისაგან თავისი ერთგული ვაზირის კამალ ულ მულკის დახმარებით. მისი მეფობა აღინიშნა მრავალი აჯანყებითა და შეთქმულებით და ის გარდაიცვალა 1445 წელს. მისი მმართველობის დროს მულტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ლანგაებისგან.[26]
ალამ შაჰი
რედაქტირებასეიდების დინასტიის უკანასკნელი მმართველი, ალაუდდინ ალამ შაჰი დაამარცხა ბაჰლოლ ლოდიმ, რომელმაც სათავე დაუდო ლოდის დინასტიას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ V. D. Mahajan (2007). History of Medieval India. S. Chand. ISBN 9788121903646.
- ↑ Iqtidar Alam Khan (2008). Historical Dictionary of Medieval India. Scarecrow Press, გვ. 103. ISBN 9780810855038.
- ↑ Ramesh Chandra Majumdar (1951). The History and Culture of the Indian People: The Delhi sultanate. Bharatiya Vidya Bhavan.
- ↑ Eraly, Abraham (2015-04-01). The Age of Wrath: A History of the Delhi Sultanate (en). Penguin UK, გვ. 261. ISBN 978-93-5118-658-8. „The first of these two dynasties was founded by Khizr Khan, who bore the appellation 'Sayyid', which identified him as a descendant of prophet Muhammad, so the dynasty he founded came to be known as the Sayyid dynasty. The veracity of Khizr Khan's claimed lineage is uncertain, but it is likely that his forebears were Arabs, who had migrated to India in the early Tughluq period and settled in Multan. The family prospered in India, gaining wealth and power. This advancement culminated in Malik Suleiman, Khizr Khan's father, becoming the governor of Multan under the Tughluqs. When Suleiman died, Khizr Khan succeeded him to the post, but lost it during the political turmoil following the death of Firuz Tughluq.“
- ↑ Srivastava, Ashirbadi Lal (1953). The Sultanate of Delhi: Including the Arab Invasion of Sindh, 711-1526 A. D.. S. L. Agarwala, გვ. 229. ISBN 978-8193009352. „"their claim of Descendants of Prophet Mohammad is dubious but it seems certain that Khizr Khan's ancestors came from Arabia"“
- ↑ Richard M. Eaton|Eaton, Richard M.. India in the Persianate Age: 1000–1765 (en). University of California Press. ISBN 978-0520325128. „The career of Khizr Khan, a Punjabi chieftain belonging to the Khokar clan, illustrates the transition to an increasingly polycentric north India.“
- ↑ Digby, Simon (2014). After Timur Left: Culture and Circulation in Fifteenth-century North India. Oxford University Press, გვ. 47–59. ISBN 978-0-19-945066-4. „—and we find that a Khokar chieftain, Khizr Khan, who was sent to Timur as an ambassador and negotiator for tribute from the most adjacent area, the Punjab, ultimately became the power-holder in Delhi, thanks to the contacts he had acquired.“
- ↑ Singh, Surinder (30 September 2019). The Making of Medieval Panjab: Politics, Society and Culture c. 1000–c. 1500. Routledge. ISBN 978-1-000-76068-2.
- ↑ Elliot, Sir Henry Miers (1952). The History of India, as Told by Its Own Historians.. The Muhammadan Period: The Posthumous Papers of H. M. Elliot. S. Gupta (India), გვ. 118.
- ↑ Kenneth Pletcher (2010). The History of India, გვ. 138. ISBN 9781615301225.
- ↑ V. D. Mahajan (2007). History of Medieval India, გვ. 229. ISBN 9788121903646.
- ↑ Jaswant Lal Mehta (1979). Advanced Study in the History of Medieval India: Volume 2, გვ. 247.
- ↑ Kumar 2020.
- ↑ Proceedings:Volume 55, გვ. 216.
- ↑ Mahajan, V.D. (1991, reprint 2007).
- ↑ (1971) Rajasthan [district Gazetteers Bharatpur], გვ. 52.
- ↑ V. D. Mahajan (2007). History of Medieval India. S. Chand. ISBN 9788121903646.
- ↑ Iqtidar Alam Khan (2008). Historical Dictionary of Medieval India.. Scarecrow Press, გვ. 103. ISBN 9780810855038.
- ↑ Mahajan, V.D. (1991, reprint 2007).
- ↑ Lal, Kishori Saran (1980). Twilight of the Sultanate: A Political, Social and Cultural History of the Sultanate of Delhi from the Invasion of Timur to the Conquest of Babur 1398-1526. Munshiram Manoharlal, გვ. 109. ISBN 978-81-215-0227-6.
- ↑ (1941) Journal: Issues 1-3. Aligarh Historical Research Institute, გვ. 73.
- ↑ (2007) History of Medieval India, გვ. 239.
- ↑ CTET and TET Social Science and Pedagogy for Class 6 to 8 for 2021 Exams, გვ. 43.
- ↑ (1980) Twilight of the Sultanate: A Political, Social and Cultural History of the Sultanate of Delhi from the Invasion of Timur to the Conquest of Babur 1398-1526. Munshiram Manoharlal.
- ↑ (1980) Twilight of the Sultanate: A Political, Social and Cultural History of the Sultanate of Delhi from the Invasion of Timur to the Conquest of Babur 1398-1526. Munshiram Manoharlal.
- ↑ Masudul Hasan, Abdul Waheed.. Outline History of the Islamic World. The University of Michigan, გვ. 1974.
ლიტერატურა
რედაქტირება- Kumar, Sunil (2020). "The Delhi Sultanate as Empire". In Bang, Peter Fibiger; Bayly, C. A.; Scheidel, Walter (eds.). The Oxford World History of Empire. Vol. 2. Oxford University Press.
- Jackson, Peter (2003). The Delhi Sultanate: A Political and Military History. Cambridge University Press.