თუღლაკიდები
თუღლაკიდები ან თუღლაკიდების დინასტია (ურდუ تغلق) — თურქმანული წარმოშობის მუსლიმური დინასტია, რომელიც მართავდა დელის სასულთნოს 1320–დან 1413 წლამდე პერიოდში.
დინასტიას სათავე დაუდო ღაზი თუღლაკმა. მან ძალაუფლება წაართვა ხალჯების დინასტიას და მის მომხრეებს. ღაზის სრული სახელი იყო ღაზი მუჰამედ ბინ თუღლაკი. მან გააფართოვა სამეფოს საზღვრები 1325—1351 წ.წ. მომდევნო მმართველები არ გამოირჩეოდნენ ქვეყნის მმართველობის უნარით. მაგალითად, დედაქალაქი გადაიტანეს დელიდან არასტრატეგიული მნიშვნელობის დაულატაბადში, მოჭრეს სპილენძის ფული გაყალბებისაგან დაცვის გარანტიების გარეშე. შედეგად ინდოეთში აღნიშნული დინასტია გახდა სიჯიუტისა და ცუდი იდეების სიმბოლო. მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ დინასტიამ ნელ-ნელა დაიწყო სამფლობელოების კარგვა, ხოლო ანარქიული პერიოდის შემდეგ მე-15 საუკუნის დასაწყისში ის შეცვალა საიდების დინასტიამ.
ქრონოლოგია
რედაქტირება- 1320 - 1325 თუღლაკ–შაჰ I
- 1325 - 1351 მუჰამედ-შაჰ II
- 1351 - 1351 მაჰმუდ შაჰ II
- 1351 - 1388 მუჰამედ-შაჰ III
- 1388 - 1389 თუღლაკ-შაჰ II
- 1389 - 1390 აბუ ბაქრ-შაჰი
- 139ო - 1393 მუჰამედ-შაჰ IV
- 1393 - 1393 სიკანდარ-შაჰ I
- 1393 - 1395 მაჰმუდ-შაჰ III
- 1395 - 1399 ნუსრატ-შაჰი
- 1390 - 1413 მაჰმუდ III
გალერეა
რედაქტირება-
თუღლაკაბადის ციხე დელიში
-
თუღლაკაბადი. ციხის კედელი
-
თუღლაკაბადი. ციხის ხედი
-
ფეროზ შაჰ თუღლაკის მავზოლეუმი
-
ფერუზაბადი. დასავლეთის ჭიშკარი