ლოდი (დინასტია)
ლოდი — ავღანელ გამგებელთა დინასტია დელის სასულთნოში 1451-1526 წლებში. დააარსა ბაჰლულმა (სასულთნოს განაგებდა 1451-89 წწ.), რომელმაც განგისა და ჯამნის შუამდინარეთისა და პენჯაბის ტერიტორიებს შეუერთა ჯაუნპური, გვალიორი, კალპი დჰოლპური. სიქანდარ-შაჰმა (1489-1517) დაიმორჩილა ბიჰარი. იბრაჰიმ შაჰი (1517-26) ებრძოდა გაძლიერებულ ავღანელ დიდგვაროვან ფეოდალებს. მან 1526 წელს პანიპატის სიახლოვეს გამართულ ბრძოლაში ბაბურთან მარცხი განიცადა და დაიღუპა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VI, გვ. 278, თბ., 1983 წელი.