სეია სტოიკა
სეია სტოიკა (გერმ. Ceija Stojka; დ. 23 მაისი, 1933, კრაუბათ-ან-დერ-მური, ავსტრია — გ. 28 იანვარი, 2013) — ავსტრიელი მწერალი, მხატვარი, აქტივისტი და მუსიკოსი.[7]
სეია სტოიკა | |
---|---|
გერმ. Ceija Stojka | |
დაბადების თარიღი | 23 მაისი, 1933[1] [2] |
დაბადების ადგილი | Kraubath an der Mur[3] |
გარდაცვალების თარიღი | 28 იანვარი, 2013[4] [1] [2] (79 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვენა[1] |
საქმიანობა | მხატვარი, მწერალი[2] და ვიზუალური არტისტი[2] |
ეროვნება | Lovari[5] [6] |
მოქალაქეობა | ავსტრია |
ჯილდოები | Berufstitel Professor |
ნათესავ(ებ)ი | Harri Stojka |
ცხოვრება
რედაქტირებასეია სტოიკა დაიბადა კრაუბათ ან დურ მურში, 1933 წელს. მისი დედა მარია "სიდი" რიგო სტოიკაა, ხოლო მამა კარლ "ვაკარ" ჰორვათი[8]. მისი ორი ძმა, კარლ "კარლი" სტოიკა და იოჰან "მონგო" სტოიკა, მის მსგავსად იყვნენ მწერლები და მუსიკოსები. სტოიკები იყვნენ ცხენებით მოვაჭრეები, რომელთა ქარავანი ზამთარს ატარებდა ვენაში და ზაფხულობით გადიოდნენ ქვეყნის გარეთ[9].
რეპრესიების დროს სეია სტოიკა დედასთან და ოთხ ძმასთან ერთად იყო რავენსბრუკსა და ბერგენ-ბელსენში. მამამისი გაგზავნეს დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში, შემდეგ კი შლოს ჰარტჰეიმში, სადაც იგი მოკლეს. მისი უმცროსი ძმა ოსი გარდაიცვალა ოსვენციმ-ბირკენაუში "ზიგუნერფამილიენელაგერში" 1943 წელს. სტოიკა და მისი ოჯახი ბრიტანელებმა გაათავისუფლეს ტყვეობიდან 1945 წელს და დააბრუნეს ვენაში.
სეია სტოიკამ განათლების მიღემა 12 წლის ასაკში დაიწყო. სტოიკას ორი შვილი ჰყავს, ვაჟი რომელიც 1949 წელს დაიბადა და ქალიშვილი რომელიც 1951 წელს დაიბადა. მისი ვაჟი ჯანო, ჯაზის მუსიკოსი, ის ნარკოტიკების დიდი დოზის მიღებით გარდაიცვალა 1979 წელს. სტოიკამ ფულის შოვნა თავიდან ქსოვილების გაყიდვით დაიწყო. მოგვიანებით, იგი ცხოვრობდა ვენაში, იმ პერიოდში მას მრავალი პროფესია ჰქონდა, ის იყო მწერალი, მხატვარი, მომღერალი და საჯარო ლექტორი. 1992 წელს იგი გახდა ავსტრიის სპიკერი ბოშების და სინტის გენოციდის აღიარების საკითხში[10]. იგი გარდაიცვალა ვენაში 2013 წელს, 79 წლის ასაკში.
ავტობიოგრაფიები
რედაქტირებასეია სტოიკამ დაწერა სამი ავტობიოგრაფია. პირველი, ჩვენ განმარტოებით ვცხოვრობთ: რომნის მოგონებები, გამოქვეყნდა 1988 წელს და იყო ერთ-ერთი პოპულარული ნაწარმოები, რომელიც მოთხრობილია თემები, რომლებიც ეხებოდა ნაცისტების მიერ ბოშა დევნილთა წინააღმდეგ ჩადენილ რეპრესიებს. პუბლიკაციამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო თავისი თემატიკისა და ასევე იმის გამო, რომ ქალმა დაწერა ეს, რაც არღვევდა რომაულ კონვენციას.[11] მან განაგრძო ამ საკითხების წინ წამოჭრა მოგზაურები ამ სამყაროში (1992) და მე ვოცნებობ, რომ ცოცხალი ვარ (Träume ich, dass ich lebe) (2005). სამივე წიგნი გამოიცა კარინ ბერგერის დახმარებით, ის იყო წიგნების რედაქტორი.[12]
სეია სტოიკას ორმა ძმამ, კარლმა სტოიკამ და მონგო სტოიკამ, ასევე გამოაქვეყნეს ავტობიოგრაფიები მათი ოჯახის შესახებ ნაცისტების რეპრესიების დროს. მონგო სტოიკამ 2000 წელს გამოაქვეყნა Papierene Kinder: Gluck, Zerstorung und Neubeginn einer Roma-Femilie Osterreich. ავტობიოგრაფიები ერთადერთი საშუალებაა რომ განიხილონ "მნიშვნელოვანი ისტორიული ტრავმული მოვლენის ცალკეული და კოლექტიური გამოცდილება", იმის გათვალისწინებით, რომ ავსტრიელი ბოშების მხოლოდ 18% გადაურჩა ნაცისტურ დევნას იმ პერიოდში.[13] ავსტრიელი ავტორი კარინ ბერგერი,[14] სეია სტოიკას რამდენიმე წიგნის რედაქტორი, ასევე ცნობილია როგორც კინორეჟისორი და გამოაქვეყნა ორი დოკუმენტური ფილმი სეია სტოიკას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე: სეია სტოიკა, ავსტრია 1999 წ., 85 წთ. [ნავიგატორი ფილმი][15] და Unter den Brettern hellgrünes Gras / The Green Green Gras Beneath, ავსტრია 2005 წ., 52 წთ. [ნავიგატორი ფილმი][16] სტოიკა ნაჩვენებია 2013 წლის დოკუმენტურ ფილმში „არ დაგვავიწყდეს“.[17]
ჯილდოები
რედაქტირება- ბრუნო კრეისკის პრიზი პოლიტიკური წიგნისთვის (1993)
- ჯოზეფ ფელდერის პრემია სამოქალაქო დამსახურებისთვის და ზოგადი ინტერესების გათვალისწინებით მუშაობისთვის (2000)
- ვენის ფედერალური სახელმწიფოს მიერ მინიჭებული დამსახურებული ოქროს მედალი (2001)[18]
ლიტერატურა
რედაქტირება- Ceija Stojka: Even Death Is Afraid of Auschwitz / Hardcover – June 23, 2015 / by Karin Berger (Author), Barbara Dankwortt (Author), Timea Junghaus (Author)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118842579 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Freebase Data Dumps — Google.
- ↑ Autorin und Malerin Ceija Stojka gestorben
- ↑ Rombase
- ↑ Rombase
- ↑ ''Roma-Künstlerin Ceija Stojka gestorben - Literatur - derStandard.at › Kultur". Derstandard.at. Retrieved 2013-01-29.
- ↑ French, L.. (2008). An Austrian Roma Family Remembers: Trauma and Gender in Autobiographies by Ceija, Karl, and Mongo Stojka. German Studies Review, 31(1), 68.
- ↑ "Holocaust Encyclopedia: Ceija Stojka". United States Holocaust Memorial Museum. Retrieved March 5, 2016.
- ↑ Ceija Stojka : une artiste rom dans le siècle = a Roma artist in the century. Maison rouge-Fondation Antoine de Galbert. Lyon. 2018. ISBN 9782849754962. OCLC 1028664782
- ↑ "Romani author and painter Ceija Stojka has passed away - Romea.cz" დაარქივებული 2022-04-08 საიტზე Wayback Machine. . www.romea.cz. Retrieved 2016-03-05.
- ↑ French, L.. (2008). An Austrian Roma Family Remembers: Trauma and Gender in Autobiographies by Ceija, Karl, and Mongo Stojka. German Studies Review, 31(1), 64–86.
- ↑ Freund, Florian, Gerhard Baumgartner, and Harald Greifeneder. Vermogensentzug, Restitution und Entschadigung der Roma und Sinti. Wien, Munchen: Oldenbourg Verlag, 2004 (p. 53). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-28. ციტირების თარიღი: 2021-03-21.
- ↑ Karin Berger
- ↑ Navigator Film Karin Berger Ceija Stojka
- ↑ Navigator Film Karin Berger Ceija Stojka Unter den Brettern hellgruenes Gras
- ↑ „Roma Holocaust survivor and artist Ceija Stojka dies“. BBC News (ინგლისური). 2013-01-30. ციტირების თარიღი: 2021-03-21.
- ↑ (2018) Ceija Stojka : une artiste rom dans le siècle = a Roma artist in the century., Maison rouge-Fondation Antoine de Galbert. Lyon. ISBN 9782849754962. OCLC 1028664782.