აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი
თურქეთის მე-10 პრეზიდენტი
(გადამისამართდა გვერდიდან სეზერი, აჰმეტ ნეჯდეთ)
აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი — (თურქ. Ahmet Necdet Sezer; დ. 13 სექტემბერი, 1941, აფიონ-ყარაჰისარი, თურქეთი) — თურქეთის პოლიტიკური მოღვაწე. თურქეთის პრეზიდენტი 2000–2007 წწ.
აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი | |
თურქეთის მე-10 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 მაისი, 2000 – 28 აგვისტო, 2007 | |
წინამორბედი | სულეიმან დემირელი |
მემკვიდრე | აბდულა გიული |
დაბადებული | 13 სექტემბერი, 1941 აფიონ-ყარაჰისარი, თურქეთი |
ეროვნება | თურქი |
მეუღლე | სემრა სეზერი |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | მუსლიმი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებააჰმეთ ნეჯდეთ სეზერი დაიბადა ქალაქ აფიონ-ყარაჰისარში, 1941 წლის 13 სექტემბერს. 1958 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ანკარის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და დაიწყო მისი კარიერა ანკარის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნით, ხოლო სამხედრო აკადემიაში სამსახურის შემდეგ მუშაობა განაგრძო ანკარის სააპელაციო სასამართლოში, 1983 წელს კი აირჩიეს უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. 1998 წელს გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. 2000 წელს თურქეთის დიდმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია პრეზიდენტად. თანამდებობა დაიკავა 26 მაისს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Former presidents: Ahmet Necdet Sezer დაარქივებული 2011-10-04 საიტზე Wayback Machine.
- O'Toole, Pam (2000-05-06). „Profile: Ahmet Necdet Sezer“. BBC News. ციტირების თარიღი: 2008-08-20.
წინამორბედი: სულეიმან დემირელი |
თურქეთის პრეზიდენტი 2000 – 2007 |
შემდეგი: აბდულა გიული |