სევდია უგრეხელიძე
სევდია უგრეხელიძე (დ. 25 ივლისი, 1949, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, იურისტი და ეკონომისტი.
სევდია უგრეხელიძე | |
თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 დეკემბერი, 2013 – 2 აგვისტო, 2014 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
დაბადებული | 25 ივლისი, 1949 ქუთაისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
მეუღლე | თენგიზ ჩაჩავა |
შვილები | ნინო და სოფიო |
პროფესია | ხელოვნებათმცოდნე, იურისტი და ეკონომისტი |
საქმიანობა | თბილისის საკრებულოს დეპუტატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე დაიბადა 1949 წლის 25 ივლისს ქალაქ ქუთაისში. უმაღლესი განათლება ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასა და „პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის“ ინსტიტუტში მიუღია და სპეციალობით არის: ხელოვნებათმცოდნე, იურისტი და ეკონომისტი.
მისი შრომითი ბიოგრაფია 1972 წელს იწყება, როდესაც ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიისა და ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის ლექტორად მუშაობდა 1991 წლამდე. 1999 წელს ადვოკატი გახდა და 2004 წლამდე იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 2001 წელს საპარლამენტო კომიტეტებთან არსებული ეროვნული თანხმობის კომისიაში იმუშავა მიწვეულ სპეციალისტად. 2002–2004 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატი იყო.
2004 წელს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საქმეთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რაკი მეორე მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. 2006–2008 წლებში მიწის მართვისა და განკარგვის განყოფილების უფროსად მუშაობდა. 2008 წელს კვლავ საკრებულოში მოხვდა და ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური მმართველობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია დაიკავა. 2013 წელს თბილისის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
2013 წლის 22 დეკემბრიდან 2014 წლის 2 აგვისტომდე თბილისის მერის მოვალეობას ასრულებდა. შემდეგ კვლავ საკრებულოს წევრი გახდა ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სევდია უგრეხელიძე დაარქივებული 2017-12-15 საიტზე Wayback Machine.