სახესხვაობა (ფილატელია)

(გადამისამართდა გვერდიდან სახესხვაობა(ფილატელია))
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სახესხვაობა (ფილატელია) (ინგლ. variety, ფრანგ. variété, გერმ. Abart)ეწოდება საფოსტო მარკის ან ფილატელისტური ერთეულის ნიმუში, რომელიც საერთო ტირაჟის ეგზემპლარებისაგან განსხვავდება რაიმე ნიშნით: ქაღალდის ხარისხით; ნახატით(ნახატის დეტალით, რედაქტირებით და ა.შ.); ფერით ან ფერებით; ასევე წლის ნიშნის, დაკბილვის ან განაჭერის არსებობით (ზომა, ფორმა, მდებარეობა) ან არარსებობით; გუმირების ხარისხით, რელიეფით, ფერით და ა.შ.; ბეჭდვის სახით, ზედნაბეჭდით და სხვა[1].

«ბენამენ ფრანკლინის» მარკა აშშ (1851): ნახატის სახესხვაობა (სკოტი #7, #9)
განსხვავებული ტიპის ქარალდებზე დაბეჭდილი მარკები ვსტრო-უნგრეთი, 1908)

მიზეზები

რედაქტირება

ფილატელისტური სახესვაობის წარმოშობის მიზეზი შეიძლება ნებსითი ან უნებლე. ნებსით სახესხვაობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც იგი წინასწარ დაგეგმილი იყო გამომცემელი საფოსტო ადმინისტრაციის მიერ. ასეთ შემთხვევაში სახეცვლილი მარკების ტირაჟი სხვა და სხვა შეიძლება იყოს. უნებლიე სახესხვაობას ადგილი აქვს გაუთვალისწინებელი შეცდომის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ბეჭდვის პროცესთან. მაგალითად, განსხვავებული ტიპის ქაღალდის გამოყენება, დასაბეჭდი მატრიცის ან ქაღალდის დეფექტი, განსხვავებული საღებავების გამოყენება ან საღებავის გამოცვლა, ბეჭდვით პროცესში ქაღალდის არასწორი მიწოდება, ფურცლის შებრუნება, გამოსახულების ცენტრის, ჩარჩოს, ფონის, ნაწერის, შებრუნება, სახისა და წებოს მხარეების აცდენა, კომპოზიციის დარღვევა და სხვა. ფილატელისტური სახესხვაობების შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცალკეული მარკისა თუ ფილატელისტური ერთეულის ნამდვილობის დასადგენად [1].

იოსებ სტალინის დაბადებიდან 70 წლის საიუბილეო ბლოკის სახესხვაობა სსრკ (1949)
 
 
თეთრი ქაღალდი
სსრკ მარკების კატალოგი #1483
ღია ყვითელი ქაღალდი ოქროსფერი ჩარჩოთი
სსრკ მარკების კატალოგი #1483А

ნიმუშები

რედაქტირება
ფერებით განპირობებული სახესხვაობა ბელორუსიის საფოსტო მარკებზე
 
სტანდარტული მარკა (1999)
 
მცირე ფურცელი «Europa» (1999)
 
Листы უნომინალო მარკების ფურცელი (2000, ასო «В»)

ლიტერატურა

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 «Большом филателистическом словаре» (1988)).