საჭადრაკო ოლიმპიადა 1935
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1935}} |
16 - 31 აგვისტო 1935 ვარშავა, პოლონეთი
ვარშავაში 20 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. გუნდებში ძირითდად ახალგაზრდა მოჭადრაკეები სჭარბობდნენ, სწორედ ისინი, ვინც შემდეგ მეოცე საუკუნის 40-60-იან წლებში ტონს აძლევდა მსოფლიოს ჭადრაკს. მთავარი ფავორიტები მასპინძლები იყვნენენ. მათთვის კონკურენია შვედებს, უნგრელებს, ჩეხებს და იუგოსლავიელებს უნდა გაეწიათ. არც თუ ისე მაღლა ფასობდა ამერიკელთ ა შანსები, ვინაიდან მათ აკლდათ ორი უძლიერესი მოჭადრაკე: სამუელ რეშვსკი და ისააკ კეჟდენი. განსაკუთრებით დაეცა მათი შანსები მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა მესამე და მეოთხე ტურებში მარცხი განიცადეს უნგრელებთან (1-3) და შვედებთან (1,5-2,5) შეხვედრებში.
მძლავრი სტარტი აიღეს შვედებმა. მეთერთმეტე ტურის შემდეგ ისინი 3,5 ქულით უსწრებდნენ უნგრელებს, ოთხით - ამერიკელებს და ხუთით - პოლონელებს და ჩეხებს. ჩემპიონობა თითქოს ახლოს იყო, მაგრამ შვედებმა აღებული ტემპი ვერ შეინარჩუნეს. ტურნირის მეორე ნახევარში ისინი ერთნაირი ანგარიშით (1,5-2,5) დამარცხდნენ იუგოსლავიელებთნ და პოლონელებთან, რამაც საშუალება მისცა ამ უკანასკნელთ მე-15 ტურის შემდეგ დასწეოდნენ ლიდერს. სულ ნახევარი ქულით უკან იყვნენ ამერიკელები. ოლიმპიურ ჩემპიონებს ტემპი არ დაუგდიათ და პირველებმა გადაკვეთეს ფინიში ხაზი. ამერიკელთა წარმატება ძირითადად ბოლო დაფებზე დეიკისა და გოროვიცის წარმატებულმა თამაშმა განაპირობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია წარმოშობით პოლონელის (მისი ნამდვილი გვარი დაკოვსკი იყო) დეიკის თამაში. მან 15,5 ქულა მოაგროვა 18 პარტიიდან (არ უთამაშია მხოლოდ თანამემამულეების წინააღმდეგ). დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე ადგილისათვის პოლონელებსა და შვედებს შორის. ბოლო ტურის წინ პოლონელები ქულით იყვნენ წინ, მაგრამ ბოლო ტურში სერიოზული მეტოქე ჰყავდათ იუგოსლავიელების სახით, მაშინ როცა შვედბს პალესტინელებთან უწევდათ თამაში. შვედებმა დიდი ანგარიშით მოიგეს (3,5-0,5, ხოლო პოლონელები საერთოდაც დამარცხდნენ (1,5-2,5) და მეორე ადგილზე სკანდინავიელები გავიდნენ. ამერიკელებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვეს ჰამილტონ-რასელის თასი. ოლინპიადის დღეებში გაიმართა ფიდეს მორიგი კონგრესი, რომელზედაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა გერმანელთა წინადადებაც, ჩაეტარებინათ მიუნხენში გუნდური საჭადრაკო ტურნირი, რომელიც მიეძღვნებოდა 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებს და ჩატარდებოდა ოლიმპიადის დღეებში. ამ დროისათვის გერმანია გამოსული იყო ფიდეს შემადგენლობიდან და ამ უკანასკნელმა მიიღო ფრთხილი და დიპლომატიური გადაწყვეტილება. ყველა ქვეყანას თავად ჰქონდა უფლება გადაეწყვიტა მიიღებდა თუ არა ტურნირში მონაწილეობას. გერმანელებმა მონაწილეთა დაინტერესების მიზნით, გამოაცხადა რომ, არ იქნებოდა არავითარი ეროვნული შეზღუდვები და რვა მოჭადრაკემდე გაიზრდებოდა გუნდების შემადგენლობა. ამან გაჭრა და მიუნხენში 21 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა, თუმცა გერმანიაში არ ჩავიდა ბევრი ცნობილი დიდოსტატი. საერთოდ არ იყვნენ ამერიკელებიც.
ტურნირის ორგანიზატორები ბევრს ეცადნენ რომ, ფიდეს ეს ტურნირი მორიგ, მეშვიდე ოლიმპადად ჩაეთვალა, მაგრამ ამაოდ. არ გაუმართლათ გერმანელებს არც სპორტული თვალსაზრისით. მათი გუნდი მხოლოდ მესამე იყო ფინიშთან. ტურნირი კი უნგრელებმა მოიგეს. მეორენი პოლონელები იყვნენ.
ტექნიკური შედეგები
რედაქტირებამონაწილეობდა 20 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
- 1 აშშ - 54
- 2 შვედეთი - 52,5
- 3 პოლონეთი - 52
- 4 უნგრეთი - 51
- 5 ჩეხოსლოვაკია - 49
- 6 იუგოსლავია - 45,5
- 7 ავსტრია - 43,5
- 8 არგენტინა - 42
- 9 ლატვია - 41
- 10 საფრანგეთი - 38
- 11 ესტონეთი - 37,5
- 12 ინგლისი - 37
- 13 ფინეთი - 35
- 14 ლიეტუვა - 34
- 15 პალესტინა - 32
- 16 დანია - 31,5
- 17 რუმინეთი - 27,5
- 18 იტალია - 24
- 19 შვეიცარია - 21
- 20 ირლანდია - 12
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
რედაქტირებაროიბნ ფაინი 9 (+5=8-4), ფრენკ ჯეიმზ მარშალი 7,5 (+6=3-3), აბრაჰამ კუპჩიკი 10 (6=8-0), არტურ უილიამ დეიკი 15,5 (+13=5-0), ალბერტ ისრაელ გოროვიცი 12 (+10=4-1)
გედეონ შტალბერგი 11,5 (+8=7-2), გოსტა შტოლცი 12 (+8=8-3), ერიკ ლუნდინი 13,5 (+10=7-2), გოსტა დანიელსონი 15 (+12=6-1), ერნსტ ლარსონი 0,5 (+0=1-1).
საველი ტარტაკოვერი 11,5 (+6=11-0), პაულინ ფრიდმანი 11,5 (+7=9-0), მიგელ ნაიდორფი 12 (+9=6-2), ჰენრიკ ფრიდმანი 7,5 (+5=5-2), კაზიმირ მაკარჩიკი 9,5 (+6=7-1)
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
რედაქტირებაპირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
სალო ფლორი | ჩეხოსლოვაკია | 13 | 17 | 76,5 |
ალექსანდრე ალიოხინი | საფრანგეთი | 12 | 17 | 70,6 |
გედეონ შტალბერგი | შვედეთი | 11,5 | 17 | 67,6 |
საველი ტარტაკოვერი | პოლონეთი | 11,5 | 17 | 67,6 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ანდრე ლეიტენანტი | უნგრეთი | 15 | 19 | 78,9 |
პაულინ ფრიდმანი | პოლონეთი | 11,5 | 16 | 71,9 |
გოსტა შტოლცი | შვედეთი | 12 | 19 | 63,2 |
ჯაკობო ბოლბოჩნი | არგენტინა | 12 | 19 | 63,2 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ერიჰ ელისკაზესი | ავსტრია | 15 | 19 | 78,9 |
კორნელ გავაში | უნგრეთი | 8 | 11 | 72,7 |
აბრაჰამ კუპჩიკი | აშშ | 10 | 14 | 71,4 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
უილაიმ არტურ ლეიკი | აშშ | 15,5 | 18 | 86,1 |
გოსტა დანიელსონი | შვედეთი | 15 | 19 | 78,9 |
პეტარ ტრიფუნოვიჩი | იუგოსლავია | 12,5 | 16 | 78,1 |
სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ალბერტ ისრაელ გოროვიცი | აშშ | 12 | 15 | 80,0 |
იური პელიკანი | ჩეხოსლოვაკია | 10,5 | 15 | 70,0 |
მარკეს ლუკსი | ლიეტუვა | 11 | 16 | 68,8 |
ლიტერატურა
რედაქტირება- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006