საჭადრაკო ოლიმპიადა 1931
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1931}} |
11 - 26 ივლისი 1931 პრაღა, ჩეხოსლოვაკია
მეოთხე ოლიმპიადას იუბილე დაემთხვა. ჩეხოსლოვაკიის საჭადრაკო ფერედაციას 50 წელი შეუსრულდა. ოლიმპიადის მასპინძლობაზე უნგრეთიც აცხადებდა პრეტენზიას. ჩეხების დელეგატმა ოლიმპიადებზე უნგრელთა მიღწევები დააფასა და თან თავის ქვეყნის მხარდასაჭერად დასძინა: ,,ჩვენ ფედერაციას 50 წლის იუბილე აქვს, იუბილე რომელიც აღარასოდეს განმეორდება’’. ამ არგუმენტმა გაჭრა და ფიდემ ოლიმპიადის მასპინძლობა ჩეხებს მიანდო. პრაღა ოლიმპიადისთვის საგულდაგულოდ მოემზადა. ტურნირი პრაღის ცნობილ კაფეში, ,,სტუმრად ნოვაკთან’’, ჩატარდა, რომლის დარბაზიც 800 მაყურებელს იტევდა. მოჭადრაკეებს ცხოვრების და დასვენების ჩინებული პირობები შეუქმნეს, მაგრამ კვლავ მძიმე იყო რეგლამენტი: ტურნირის პირველ ნახევარში გუნდები დღეში ორ ტურს თამაშობდნენ და მოჭადრაკეებს დღეში 8-10 საათი უწევდათ საჭადრაკო დაფასთან ჯდომა. ეს კი რაღა თქმა უნდა მოქმედებდა პარტიათა ხარისხზე. სტარტზე 19 ქვეყნის ნაკრები იდგა. პოლონელები იგივე შემადგენლობით წარსდგნენ და კვლავ ოქროს უმიზნებდნენ. ტრადიციულად ძლიერი გუნდი ჰყავდათ უნგრელებს. შედარებით ახალგაზრდული, მაგრამ კარგად დაბალანსებული გუნდი გამოიყვანეს ამერიკელებმა. ფრანგებს ისევ ალიოხინი ედგათ სათვეში, გერმანელებს ეფიმ ბოგოლიუბოვი თავკაცობდა. ძლიერი დუეტი ისხდა ავსტრიელთა პირველ-მეორე დაფებზე - ერნსტ გრიუნფელდის და რუდოლფ შპილმანის სახით.
ტურნირის ეკვატორზე ერთბაშად რვა გუნდი აცხადებდა პრეტენზიას ოლიმპიადაში გამარჯვებაზე. მეცხრე ტურის შემდეგ წინ ლატვიის გუნდი იყო. დასკვნითი ნაწილი მეტად დაძაბული გამოდგა. პირველად რბოლას ლატვიელები გამოეთიშნენ, მათ გერმანელები მიყვნენ. ამით ისარგებლეს ამერიკელებმა და სათავეში ჩაუდგნენ სატურნირო ცხრილს. ავსტრიის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის და პოლონეთის გუნდები მათ კვალს გაყვნენ.
ბოლო ტურის წინ აშშს ნაკრებს 46, პოლონელებს - 45, იუგოსლავებს - 44,5, ჩეხებს - 44 და ავსტრიელებს 43,5 ქულა ჰქონდათ. ბოლო ტურში საპრიზო ადგილების განაწილებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩეხოსლოვაკია - ავსტრიის და აშშ - პოლონეთის მატჩებს. ჩეხებმა დაძაბულ ბრძოლაში ავსტრიელთა დამარცხება შეძლეს (პარტია ოპოჩენსკი - კმოხი თითქმის დახურვის საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე გაგრძელდა) და მესამე ადგილი გაინაღდეს. პოლონელებს ნებისმიერი ანგარიშით მოგება აწყობდათ, რომ ჰამილტონ-რასელის თასს მეორედ დაუფლებოდნენ. საქმეც აქეთკენ მიდიოდა. ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ პოლონელები წინ იყვნენ 1,5-0,5 (რუბინშტეინმა მოუგო კეჟდენს, ხოლო ტარტაკოვერი დაუზავდა მარშალს). გადადებულ პარტიებში მაკარჩიკს უპირატესობა ჰქონდა სტეინერთნ, ხოლო გოროვეცი - პშეპიურკას პოზიცია საყაიმოდ ფასდებოდა. თუმცა მეორე დღეს იღბალი აშარად ამერიკელთა მხარეს იყო. პშეპიურკამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და დამარცხდა, ხოლო მაკარჩიკის დიდი მცდელობის მიუხედავად, სტეინერმა შეძლო პარტიის გადარჩენა, ანგარიშით 2-2 და ამერიკის ნაკრები ჩემპიონი გახდა. ამერიკელთა წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ის იყო, რომ მათმა ახალგაზრდულმა გუნდმა ფიზიკურად უფრო უკეთ გაუძლო ტურნირის გრძელ და დამქანცველ დისტანციას. პოლონელთა მარცხის ერთ-ერთი მიზეზი კი აკიბა რუბინშტეინის არასასურველ ფორმაში ყოფნა იყო.
ასეა თუ ისე ჰამილტონ-რასელის თასმა პირველად (და რიგორც შემდგომში გაირკვა, არა უკანასკნელად) გადაკვეთა ატლანტის ოკეანე და ნიუ-იორკში დაიდო ბინა.
ამ ოლიმპიადაზე მოჭადრაკეებს აეკრძალათ სხვადასხვა დაფაზე სურვილისამებრ თამაში. გუნდების განაცხადში სავალდებულო გახდა მოჭადრაკეთა დაფების მიხედვით შეტანა და შემდგომ ამ ნუმერაციის დაცვა. ასე რომ პირველად გახდა შესაძლებელი გამარჯვებულთა გამოვლენა დაფების მიხედვითაც.
ტექნიკური შედეგები
რედაქტირებამონაწილეობდა 19 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
- 1 აშშ - 48
- 2 პოლონეთი - 47
- 3 ჩეხოსლოვაკია - 46,5
- 4 იუგოსლავია - 46
- 5 გერმანია - 45,5
- 6 ლატვია - 45,5
- 7 შვედეთი - 45,5
- 8 ავსტრია - 45
- 9 ინგლისი - 44
- 10 უნგრეთი - 39,5
- 11 ნიდერლანდები - 35
- 12 შვეიცარია - 34
- 13 ლიეტუვა - 30,5
- 14 საფრანგეთი - 29,5
- 15 რუმინეთი - 28
- 16 იტალია - 24
- 17 დანია - 19,5
- 18 ნორვეგია - 15,5
- 19 ესპანეთი - 15,5
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
რედაქტირებაისააკ კეჟდენი 12 (+7=8-1), ფრენკ ჯეიმზ მარშალი 10 (+7=6-3), არტურ დეიკი 8,5 (+5=7-2), ისრაელ ალბერტ გოროვიცი 9 (+6=6-1), ჰერმან სტეინერი 8,5 (+7=3-2)
ჩეხოსლოვაკია - სოლომონ ფლორი 11 (+8=6-4), კარლ გილგი 5 (+2=6-3), იოსეფ რეიფირჟი 11 (+7=8-1), კარელ ოპოჩენსკი 9 (+7=4-2), კარელ სკალიჩკა 10,5 (+9=3-2).
აკიბა რუბინშტეინი 9,5 (6=7-3), საველი ტარტაკოვერი 13,5 (+,10=7-1), დავიდ პშეპიურკა 10 (+6=8-3), კაზიმეჟ მაკარჩოკი 8 (+5=6-1), პაულინ ფრიდმანი 6 (+4=4-1)
სოლომონ ფლორი 11 (+8=6-4), კარლ გილგი 5 (+2=6-3), იოსეფ რეიფირჟი 11 (+7=8-1), კარელ ოპოჩენსკი 9 (+7=4-2), კარელ სკალიჩკა 10,5 (+9=3-2).
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
რედაქტირებაპირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ალექსანდრე ალიოხინი | საფრანგეთი | 13,5 | 18 | 75,0 |
ეფიმ ბოგოლიუბოვი | გერმანია | 12,5 | 17 | 73,5 |
ისააკ კეჟდენი | აშშ | 12 | 17 | 70,6 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
გოსტა შტოლცი | შვედეთი | 13,5 | 18 | 75,0 |
საველი ტარტაკოვერი | პოლონეთი | 13,5 | 18 | 75,0 |
ლაიოშ შტეინერი | უნგრეთი | 12 | 17 | 70,6 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ვლადიმირს პეტროვსი | ლატვია | 11,5 | 16 | 71,9 |
ჯორჯ ალან ტომასი | ინგლისი | 12,5 | 18 | 69,4 |
იოზეფ რეიფირჟი | ჩეხოსლოვაკია | 11 | 16 | 68,8 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ალბერტ ბეიკერი | ავსტრია | 10,5 | 14 | 75,0 |
ვასია პირცი | იუგოსლავია | 12,5 | 17 | 73,5 |
კურტ რიჰტერი | გერმანია | 10,5 | 15 | 70,0 |
სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
კარელ სკალიჩკა | ჩეხოსლოვაკია | 10,5 | 14 | 75,0 |
ჰერმან სტეინერი | აშშ | 8,5 | 12 | 70,8 |
ვოლფგანგ ჰეისენტუსი | ლატვია | 7,5 | 11 | 68,2 |
ლიტერატურა
რედაქტირება- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006