საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
ეს სტატია ან სექცია იკითხება როგორც პრეს-რელიზი ან ზედმეტად სააგიტაციო ხასიათისაა. |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS) ასევე ცნობილი, როგორც რონდელის ფონდი - საქართველოს ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო ორგანიზაცია. ცენტრი 1998 წელს ალექსანდრე რონდელმა დააარსა. ფონდი არის პოლიტიკის ანალიზის დამოუკიდებელი, არამომგებიანი ანალიტიკური ინსტიტუტი საქართველოში.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი | |
---|---|
შეიქმნა | 1998 წელი |
ტიპი | ანალიტიკური ინსტიტუტი |
მიზანი | ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას კვლევისა და ანალიზის გზით, ასევე ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებას |
მდებარეობა | თბილისი |
ფონდის პრზიდენტი | ეკა მეტრეველი |
მნიშვნელოვანი პირები | |
ქვეყანა | საქართველო |
gfsis.org |
ცენტრის დაარსების მიზანია „ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას კვლევისა და ანალიზის გზით, ასევე ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებას.“ [1]
ისტორია
რედაქტირებასაქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი 1998 წელს, თბილისში დაფუნძდა ალექსანდრე რონდელის მიერ. ორგანიზაცია, ალექსანდრე რონდელმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა. [2]
ამ ფონდის ჩამოყალიბება იყო ერთ-ერთი პირველი მცდელობა საქართველოში შექმნილიყო ანალიტიკური ცენტრი, რომელიც კვლევებზე დაფუძნებით იმუშავებდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. ამ დროიდან მოყოლებული ფონდის ძირითადი საქმიანობა სწორედ კარგი მმართველობის დანერგვა-გავრცელების ხელშეწყობა, ლიდერთა ახალგაზრდა თაობის განათლება-სწავლება, ქვეყანაში საღი და კრიტიკული აზრის დამკვიდრება და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაა.[2]
პროექტები
რედაქტირებასაქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
პროექტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიის ხელშეწყობა. პროექტ ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის მიზანია ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის გაზრდა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის თემაზე ჯანსაღი პოლიტიკური დებატების ხელშეწყობა, ცოდნის ამაღლება და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა.
პროექტ „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიის ხელშეწყობა“ ფარგლებში სასულიერო პირებთან დიალოგის ხელშეწყობის მიზნით ორი წლის განმავლობაში რეგიონულ ეპარქიებში დაგეგმილია დისკუსიებისა და სემინარების გამართვა, 350-მდე რეგიონულ წარმომადგენელთან და საპატრიარქოს თბილისის წარმომადგენლებთან. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება ღონისძიებები სასულიერო აკადემიის/სემინარიის სტუდენტებისათვის.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეები, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები და ექსპერტები. მრგვალი მაგიდის ფორმატი წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქმოქალაქო საზოგადოების დამაკავშირებელ პლატფორმას ჯანსაღი საჯარო დებატების წარმოების პროცესის ხელშესაწყობად.
სასწავლო პროგრამები
რედაქტირებარონდელის ფონდი ახორციელებს ორ სასწავლო პროგრამას - საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში და სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში. საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში პროგრამა საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას მართვის სფეროში არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო ადმინისტრაციასა და საჯარო პოლიტიკაში თანამედროვე მიდგომების დანერგვას და საჯარო მოხელეებისთვის მართვის თანამედროვე მიდგომებისა და უნარ-ჩვევების დამკვიდრებას. ერთ-ერთი მიზანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე და მოქნილი გარემოებათა შესაბამისად.
ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამას რონდელის ფონდი 2001 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.
კვლევები და მიმოხილვები
რედაქტირებარონდელის ფონდი არერთ კვლევასა და მიმოხილვას ატარებს და აქვეყნებს. პროექტი რუსეთის სტრატეგიული საქმიანობა აღმოსავლეთ ევროპაში - სისტემური ანალიზი და ცნობიერების ამაღლება ეხება რუსეთის გეოსტრატეგიულ საქმიანობას აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის: ბელარუსში, საქართველოში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, მოლდოვაში, პოლონეთსა და უკრაინაში.
„რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ არის რონდელის ფონდის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც ეხმარება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და რუსეთთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებს, მოიპოვონ ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებისა და ამ ძალების მოქმედებების შესახებ.
პროექტი „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვებგვერდთან ინტეგრირებული საინფორმაციო-ანალიტიკური გვერდია, რომლის მიზანია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის მიერ განხორციელებული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებების, ანალიტიკური ცენტრების, ექსპერტებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mission & Vision. Georgian Foundation For Strategic and International Studies.
- ↑ 2.0 2.1 ალექსანდრე რონდელის შესახებ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის