ანალიტიკური ცენტრი

(გადამისამართდა გვერდიდან ანალიტიკური ინსტიტუტი)

ანალიტიკური ცენტრი (ინგლ. think tank ან ინგლ. policy institute) ასევე ანალიტიკური ინსტიტუტი ან კვლევითი ცენტრი) — ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს და ეხმიანება ისეთ თემებს, როგორებიცაა სოციალური პოლიტიკა, პოლიტიკური სტრატეგია, ეკონომიკა, სამხედრო საქმე, ტექნოლოგია და კულტურა. როგორც წესი, ანალიტიკური ინსტიტუტი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში (მაგ. ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა) გათავისუფლებულია გადასახადებისგან.[1] ანალიტიკური ცენტრის ერთ-ერთი მახასიათებელი არის მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან - მიუხედავად იმისა, რომ რიგი ორგანიზაციები თანამშრომლობენ სახელმწიფო სტრუქტურებთან, კვლევითი ცენტრები როგორც წესი არასამთავრობო ბუნებას ინარჩუნებენ.

კარნეგის ფონდის - აშშ-ის უძველესი ანალიტიკური ცენტრის - შენობა ვაშინგტონში.

ანალიტიკური ცენტრების ძირითადი საქმიანობა არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე სტატიებისა და კვლევის გამოქვეყნება, ასევე გარკვეულ საკითხებზე საკანონმდებლო წინადადებებისა და ანალიტიკური ბარათების მომზადება.[2][3]კვლევითი ცენტრები განსხვავდება ერთმანეთისგან და მოიცავს როგორც აკადემიურ და მეცნიერულ ინსტიტუტებს, ასევე მკვეთრად იდეოლოგიზებულ ან კონკრეტულ ვიწრო საკითხებზე მომუშავე ცენტრებს. [2]

თანამედროვე ტიპის კვლევითი ცენტრები წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში XIX - XX საუკუნეში. [2][4] 1945 წლამდე ანალიტიკური ცენტრების ძირითადი ინტერესის სფერო იყო ინდუსტრიალიზაციასა და ურბანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. ცივი ომის პერიოდში ანალიტიკური ცენტრები ეხმარებოდნენ აშშ-ის მთავრობას ცივი ომის პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. [2][5][3] ცივი ომის დროს ანალიტიკური ცენტრების ერთგვარი საპირწონე სოციალისტურ ქვეყნებში იყო სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტები.

  1. Diane Stone 'Think Tanks and Policy Analysis', in Frank Fischer, Gerald J. Miller. & Mara S. Sidney (eds.) Handbook of Public Policy Analysis: Theory, Methods, and Politics, New York, Marcel Dekker Inc. 2006: 149–157
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Fischer, Frank; Miller, Gerald J. (2006-12-21). „Public Policy Analysis and Think Tanks, by Diane Stone“, Handbook of Public Policy Analysis: Theory, Politics, and Methods (en). CRC Press, გვ. 149–157. ISBN 978-1-4200-1700-7. 
  3. 3.0 3.1 Selee, Andrew Dan (2013-07-31). What Should Think Tanks Do?: A Strategic Guide to Policy Impact (en). Stanford University Press, გვ. 41. ISBN 978-0-8047-8929-5. 
  4. McGann, James. Think Tanks and the Transnationalization of Foreign Policy. Foreign Policy Research Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 30 აპრილი 2024.
  5. Roberts, Priscilla (2015-12-01). „A century of international affairs think tanks in historical perspective“. International Journal (ინგლისური). 70 (4): 535–555. doi:10.1177/0020702015590591. hdl:10722/210910. ISSN 0020-7020.