ალექსანდრე რონდელი

ალექსანდრე რონდელი (დ. 7 იანვარი, 1942 — გ. 12 ივნისი, 2015[1], თბილისი) — ქართველი პოლიტოლოგი, დიპლომატი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974).

ალექსანდრე რონდელი
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1942
გარდაცვალების თარიღი 12 ივნისი, 2015
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია
  • პოლიტოლოგი
  • დიპლომატი
  • გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974).
ორგანიზაცია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი თსუ

რეჟისორ დავით რონდელის შვილი. 1976 – 1977 წლებში ალექსანდრე რონდელმა სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993–1994 წლებში — ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს — მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), ხოლო 1992, 1995 და 1997 წლებში — უილიამს კოლეჯში.

1991–1996 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე, 1997–2001 წლებში — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. შემდგომ წლებში იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი.

მის მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო შრომებს შორის აღსანიშნავია: „პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“, „ქალაქის გეოგრაფია“, „საერთაშორისო ურთიერთობები“ და სხვ.

ალექსანდრე რონდელის სახელს ატარებს მის მიერვე დაარსებული საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - რონდელის ფონდი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება