ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


პრესრელიზი — ინფორმაციას იძლევა თქვენს ორგანიზაციაზე. იგი უნდა მომზადდეს და წარდგინდეს სტანდარტული ფორმით. ჩვეულებრივ, პრესრელიზი ერთ გვერდზე ეტევა, შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ ორ გვერდს არ უნდა აღემატებოდეს. მისი მიზანია, გვიჩვენოს იმ თემის მნიშვნელობა, რომლითაც გსურთ დააინტერესოთ ნებისმიერი მედია-საშუალება — ბეჭდვითი თუ ელექტრონული. პრესრელიზი უნდა იყოს მოკლე და კონკრეტული.

რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს პრესრელიზი

რედაქტირება

კარგი პრესრელიზი დასაწყისშივე იძლევა პასუხს შეკითხვებზე: ვინ? სად? რა? რატომ? როდის?

შესავალი ან სათაური ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ მკითხველის ყურადღება მიიპყროს და ბოლომდე წააკითხოს პრესრელიზი.

როგორ მივაწოდოთ პრესრელიზი ადრესატს

რედაქტირება

მკაფიოდ ჩაბეჭდეთ პრესრელიზში მიმღებ პირთა სახელები. თუ პრესრელიზს გაზეთს უგზავნით, უნდა იცოდეთ რედაქტორის სრული სახელი, მისი სწორი დაწერილობა და ტიტული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პრეს-რელიზი“-დან