საქართველოს სადაზვერვო სამსახური

საქართველოს სადაზვერვო სამსახური (სსს) — საქართველოს ეროვნული სადაზვერვო სააგენტო, რომლის შტაბ-ბინა თბილისშია. სამსახურის ამჟამინდელი უფროსია ირაკლი ბერაია, რომელიც 2024 წელს დაინიშნა პოსტზე.

საქართველოს სადაზვერვო სამსახური
საქართველოს სადაზვერვო სამსახურის ბეჭედი
საქართველოს სადაზვერვო სამსახურის ბეჭედი

საქართველოს სადაზვერვო სამსახურის დროშა
უწყების შესახებ
შეიქმნა 19 სექტემბერი, 1997
წინამორბედი უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი
 
საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახური
 
საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველო
 
სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტი
მთავარი სამმართველო 51/53 უცნობ გმირთა ქუჩა, თბილისი, საქართველო


უწყების ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია,
საქართველოს სადაზვერვო სამსახურის უფროსი
უწყების ტიპი სადაზვერვო სააგენტო
ზემდგომი უწყება საქართველოს მთავრობა
საიტი
www.gis.gov.ge

სსს პირდაპირ ექვემდებარება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის პასუხისმგებელია ეროვნული უსაფრთხოების სადაზვერვო შეფასებისა და კონტრდაზვერვის მოვალეობების შესრულებაზე საზღვარგარეთ.[1]

1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ შექმნა საკუთარი საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახური, საბჭოთა ეპოქის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ბაზაზე. ქართული კგბ გამოირჩეოდა იმით, რომ იგი ითვლებოდა სუკ-ის რეგიონალურ საბჭოთა შტოებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად, ალექსი ინაურის და გივი გუმბარიძის მეთაურობით თავისი არსებობის უმეტესი ნაწილი.[2][3] 1993 წლიდან 1997 წლამდე საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახური ფუნქციონირებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროსთან არსებული საგარეო დაზვერვის მთავარ გამყოფილებად (საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველო). 1997 წლის 19 სექტემბერს სააგენტო გადაკეთდა დამოუკიდებელ სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტად, აჭარის და აფხაზეთის ორი რეგიონული განყოფილებით. 2004 წლიდან 2005 წლამდე, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყება კვლავ დამოუკიდებელი გახდა, როგორც საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური (საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური) 2005 წლის 24 იანვარს. ამჟამინდელი სახელწოდება - საქართველოს სადაზვერვო სამსახური - მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტში 2010 წლის 27 აპრილს მიღებული ახალი დაზვერვის კანონმდებლობის შესაბამისად.[1]

სტრუქტურა

რედაქტირება

სსს შედგება ხუთი ძირითადი ქვედანაყოფისგან. ესენია:

  • ანალიტიკური განყოფილება
  • ინფორმაციის განყოფილება
  • უსაფრთხოების განყოფილება
  • ადმინისტრაციული განყოფილება
  • სასწავლო ცენტრი[4]

სამსახურის უფროსები

რედაქტირება
  • ავთანდილ იოსელიანი (1997 წლის სექტემბერი – 2004 წლის თებერვალი)
  • ვალერი ჩხეიძე (2004 წლის თებერვალი–ივნისი)
  • ბათუ ქუთელია (2004 წლის ივნისი-ოქტომბერი)
  • ანა ჟვანია (2004 წლის ოქტომბერი – 2008 წლის თებერვალი)
  • გელა ბეჟუაშვილი (2008 წლის თებერვალი – 2013 დეკემბერი)
  • დავით სუჯაშვილი (2013 წლის დეკემბერი – 2019 წლის სექტემბერი)
  • ლევან იზორია (სექტემბერი 2019 – 2020)[5]
  • შალვა ლომიძე (2020 წლის თებერვალი – 3 აპრილი, 2024[6])
  • ირაკლი ბერაია (5 აპრილი, 2024[7] – დღემდე)
  1. 1.0 1.1 Our mission. Georgian Intelligence Service. Retrieved on April 24, 2011
  2. Cherkashin, Victor & Feifer, Gregory (2005), Spy Handler: Memoir of a KGB Officer, p. 125. Basic Books, ISBN 0-465-00968-9.
  3. КГБ Грузинской ССР. shieldandsword.mozohin.ru. ციტირების თარიღი: 2019-06-02
  4. Structure. Georgian Intelligence Service. Retrieved on April 24, 2011
  5. Head of Service. Georgian Intelligence Service. Retrieved on April 24, 2011
  6. „დაზვერვის სამსახურის უფროსი, შალვა ლომიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს“. On.ge. 4 აპრილი, 2024. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა“. www.interpressnews.ge. 5 აპრილი, 2024. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)