საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გერბი
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გერბი — საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლო (დროშასა და ჰიმნთან ერთად).
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 1921 წლის 20 მაისს. |
დევიზი |
„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ (ქართული მხედრული ანბანითა და კირილიცით) |
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, საქართველოს სსრ რევკომის მიერ, 1921 წლის 20 მაისის დეკრეტით „საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის გერბისა და დროშის შესახებ“, შემოღებულ იქნა ახალი სახელმწიფო გერბი, შემდეგი აღწერით:
გერბის ავტორები არიან: ძველი გერბის ავტორი, გრაფიკოსი და თეატრის მხატვარი იოსებ შარლემანი და მისი მეგობარი, მხატვარი აკადემიკოსი ევგენი ლანსერე. გერბში გამოყენებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის მოტივი (ქართულ სტილში ორნამენტირებული შვიდ-ქიმიანი ვარსკვლავი) და ცენტრალურ ნაწილში - საბჭოთა სიმბოლიკა (ნამგალი და ურო), თავთავები და ვაზი კავკასიონის ფონზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1922-24 წლების საქართველოს და ასფსრ ფულად ნიშნებზე (ავტ.: ი. შარლემანი და ტერ-მიქოელიანი) გამოყენებული გერბის ორნამენტირებული ვარსკვლავი თითქმის ძველი გერბის (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის) იდენტურია, მხოლოდ ხუთ-ქიმიანია. გერბი უცვლელი დარჩა I კონსტიტუციის მიღების შემდეგაც (28 თებერვალი, 1922).
1937 წელს საქართველოს სსრ II კონსტიტუციის მიღებისას, რაც გამოწვეული იყო ამიერკავკასიის სფსრ-ს დაშლით და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში უშუალო გაერთიანებით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც გერბის ცვლილებებზე დაიწყო მუშაობა. კომისიის აზრით გერბზე უნდა დამატებულიყო რესპუბლიკის სახელი, წითელი ვარსკვლავი (ჩაანაცვლა ძველი), ხოლო თავთავებსა და ვაზს შორის — ციტრუსი და ჩაი. ჩანს, მაშინვე მოხდა ფრანგული ტექსტის ამოღებაც. 1937 წლის 4 მაისის საქართველოს სსრ-ის ცაკის პრეზიდიუმის დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს სსრ-ის ახალი გერბი.[1]
1956 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოსცა ბრძანებულება „საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის დებულების შესახებ“, რომლითაც დაზუსტდა გერბის აღწერილობა და დადგენილ იქნა გამოყენების წესი:
1978 წლის 15 აპრილს საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც იმავე წლის 24 აპრილს პრეზიდიუმმა გამოსცა ბრძანებულება „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1978 წ., N 4, მუხ. 68., რომლითაც შემოღებულ იქნა გერბის ახალი გამოსახულება, ხოლო 1981 წლის 18 ივნისის ბრძანებულებით საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., N 6, მუხ. 108. – „საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის დებულების“ ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც ძველ გერბზე დამატებულ იქნა მხოლოდ წარწერა «საქ. სსრ».
1990 წელს გაუქმდა საბჭოური გერბი და აღდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი.