საბჭოთა ოკუპაციის დღე
საბჭოთა ოკუპაციის დღე 2011 წლიდან აღინიშნება საქართველოში ყოველი წლის 25 თებერვალს.[1]
ისტორია
რედაქტირება1921 წლის 15 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შეიჭრა, დაიწყო საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომი. 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ჩამოყალიბების ინიციატორი იყო ფილიპე მახარაძე, რომელმაც წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დაიკავა საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) თავმჯდომარის, სახალხო კომისართა საბჭოსა და შემდეგ ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები[2].
თანამედროვეობა
რედაქტირებასაქართველოს პარლამენტმა კანონი „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“ მიიღო 2010 წლის 21 ივლისს[3] (მომხრე 87 დეპუტატი 110-დან[4]). ოკუპაციის დღე პირველად აღინიშნა 2011 წლის 25 თებერვალს. ამ დღეს საქართველოში ეშვება ყველა სახელმწიფო დროშა და ცხადდება წუთიერი დუმილი[5]. საქართველოს გარდა ოკუპაციის დღე აღინიშნება ლატვიასა და მოლდოვაში (ინიციატივა უარყვეს)[6].
2006 წლიდან თბილისში მოქმედებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. მუზეუმში დაცულია დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა.[7]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Парламент Грузии утвердил День советской оккупации, lenta.ru, 21 ივლისი 2010
- ↑ 25 февраля — День советской оккупации Грузии, newsgeorgia.ru, 25 თებერვალი 2011
- ↑ კანონი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
- ↑ День советской оккупации появился в Грузии, rian.ru, 21 июля 2010
- ↑ Грузия отмечает «День советской оккупации», bbc.co.uk, 25 февраля 2011. Аудио 00:08:33
- ↑ В Грузии будут отмечать День советской оккупации, kommersant.ru, 21 июля 2010
- ↑ საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია - საქართველოს ეროვნული მუზეუმი en. museum.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021