რა? სად? როდის? (საქართველოს კლუბი)
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
საქართველოს კლუბი „რა? სად? როდის?“ — არასამთავრობო ორგანიზაცია, კავშირი, რომელიც დაარსდა 1994 წლის დეკემბერში.
საქმიანობის მიზნებია საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის და ერუდიციის ამაღლება, ინტელექტუალური თამაშების რეგიონული, რაიონული, საინსტიტუტო და სასკოლო კლუბების ჩამოყალიბება, სატელევიზიო ინტელექტ-შოუების მოწყობა.
კლუბის პრეზიდენტი დაფუძნებიდან დღემდე არის გიორგი მოსიძე.
1996 წელს კლუბი გაწევრიანდა „რა? სად? როდის?“ კლუბების საერთაშორისო ასოციაციაში.
კლუბის საქმიანობა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: 1. სატელევიზიო „რა? სად? როდის?“; 2. სპორტული „რა? სად? როდის?“.
ამჟამად კლუბის წევრია 1000-მდე უფროსი ასაკისა და საბავშვო გუნდი. რეგულარულად იმართება საქართველოს, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ჩემპიონატები სპორტულ „რა? სად? როდის?“-ში. არარეგულარული თამაშები იმართება ზუგდიდში, გორში, ფოთში, რუსთავში, თელავში, წალენჯიხაში, ქარელში და სხვ.
თბილისში თამაშები ეწყობა ყოველ კვირა დღეს, 13.00-19.00 საათზე, კომაროვის სკოლის სააქტო დარბაზის ფოიეში. დასწრება თავისუფალია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კლუბის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-10-06 საიტზე Wayback Machine.
- რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი