საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში — პროგრამა საქართველოში, რომელსაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით. 2021 წლიდან პროგრამას „ახალგაზრდობის სააგენტო” გაეროს საქართველოს ოფისთან პარტნიორობით ახორციელებს. გაეროში ქართველი ახალგაზრდების წარმომადგენლის მანდატი ერთწლიანია.
პროგრამის ისტორია
რედაქტირებაგაეროს გენერალურმა ასამბლეამ პროგრამის განხორციელება 1981 წლიდან დაიწყო, როდესაც წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში.
პროგრამის განხორციელება საქართველოში 2012 წლიდან იწყება. სხვადასხვა ეტაპზე პროგრამას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებდა.
2021 წლამდე პროგრამა ფინანსდებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით, ხოლო 2021 წლიდან პროგრამას „ახალგაზრდობის სააგენტო” გაეროს საქართველოს ოფისთან პარტნიორობით ახორციელებს.[1]
პროგრამის შინაარსი
რედაქტირებაგაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად შერჩეული პირები ახალგაზრდებთან გადიან კონსულტაციებს, ატარებენ შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება. წარმომადგენელი წარადგენს საქართველოს ახალგაზრდებს სხვადასხვა საერთაშორისო ღონოსძიებებში. მონაწილეობას იღებს ახალგაზრდულ აქტივობებში.[2]
ახალგაზრდობის წარმომადგენლები
რედაქტირება2012 წლიდან დღემდე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები გაეროში არიან:
№ | სურათი | სახელი | უფლებამოსილების დაწყება |
უფლებამოსილების დამთავრება |
---|---|---|---|---|
1. | გიორგი ჭეხანი[3] | 2012 | 2013 | |
2. | თორნიკე ზურაბაშვილი[4] | 2013 | 2014 | |
3. | ლაშა შაყულაშვილი[5] | 2014 | 2015 | |
4. | მარიამ სიხარულიძე[6] | 2015 | 2016 | |
5. | თათია დოლიძე[7] | 2016 | 2017 | |
6. | გიორგი ტუმასიანი[8] | 2017 | 2018 | |
7. | ლიკა ტორიკაშვილი[9] | 2018 | 2019 | |
8. | ესმა გუმბარიძე[10] | 2019 | 2021 | |
9. | ნინო გოგოხია | 2021 | 2022 | |
10. | დავით ესათია[11] | 2022 | 2023 | |
11. | ნოდარ ბოკერია | 2023 | 2024 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ახალგაზრდობის სააგენტომ" „გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის“ შესარჩევად საქართველოს მასშტაბით ღია კონკურსი გამოაცხადა
- ↑ კონკურსი „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-15. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
- ↑ „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში - კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები“. mfa.gov.ge. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში - კონკურსის ფინალური ეტაპი“. mfa.gov.ge. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლი გაეროში ლაშა შაყულაშვილი გახდა“. mfa.gov.ge. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ვინაობა ცნობილია“. Studinfo. 26 ივნისი, 2015. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „საქართველოს ახალგაზრდობის 2016 წლის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე გახდა“. Studinfo. 2 ივნისი, 2016. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „საქართველოს ახალგაზრდობის 2017 წლის წარმომადგენელი გაეროში გიორგი ტუმასიანი გახდა“. mfa.gov.ge. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „კონკურსში „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ გამარჯვებული ლიკა ტორიკაშვილი გახდა“. www.mes.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-07. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ესმა გუმბერიძე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იქნება“. Netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს 2022 წლის საგრანტო კონკურსის -,,საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში გამარჯვებული დავით ესათია გახდა