ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატი საქართველოდან
ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატი საქართველოდან — პროგრამა საქართველოში, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ.
ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატის მანდატი ერთწლიანია. კონკურსის გამარჯვებული მონაწილეობას იღებს ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორ სესიაში, აგრეთვე მოსამზადებელ პროგრამაში.
პროგრამის ისტორია
რედაქტირებაევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-ევროპული პოლიტიკური კრებაა, რომელიც 200 000-ზე მეტი ხელისუფლების 636 წარმომადგენელს აერთიანებს 47 ევროპული ქვეყნიდან.
ევროპის საბჭოს კონგრესი შექმნის დღიდან მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებასა და დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერას სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის გზით. ეს მიდგომა ინსტიტუციურად ჩამოყალიბდა 1992 წელს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობის წესდების მიღებით.
კონგრესის 2012 წლის ანგარიშის „ახალგაზრდობა და დემოკრატია: ახალგაზრდების ჩართულობის სახეცვლილება“ თანახმად, XXI საუკუნეში აუცილებელი იყო ახალგაზრდების ჩართულობის გადახედვა. ამ მიზნის მისაღწევად, 2014 წელს კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება შექმნილიყო ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატის პროგრამა.
საქართველო პროგრამის განხორციელებაში 2014 წლიდან მონაწილეობს. დელეგატის შერჩევა წარდგენილი დოკუმენტაციისა და ვიდეომასალის საფუძველზე ევალება ევროპის საბჭოს კომისიას, რომელიც სტრასბურგში იკრიბება.
პროგრამის შინაარსი
რედაქტირებაევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატად შერჩეული პირები ახალგაზრდებთან გადიან კონსულტაციებს, ატარებენ შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით, ევროპის საბჭოს ხელშეწყობითა და დაფინანსებით ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად და ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით.
მოგვიანებით, ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატი მიემგზავრება ევროპის საბჭოს სათაო ოფისში (სტრასბურგი, საფრანგეთი). სტრასბურგში ის მონაწილეობს სპეციალურად ახალგაზრდა დელეგატისთვის შემუშავებულ მოსამზადებელ პროგრამაში, ხოლო მოგვიანებით მონაწილეობას იღებს კონგრესის ორ - საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიებში - სადაც, როგორც ახალგაზრდა დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, საქართველოს დელეგაციასთან თანამშრომლობით, მონაწილეობას იღებს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის კონგრესის წინაშე.
ახალგაზრდა დელეგატები
რედაქტირება2014 წლიდან ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატები საქართველოდან არიან:
№ | სურათი | სახელი | კონგრესის სესიები | უფლებამოსილების დაწყება |
უფლებამოსილების დამთავრება |
---|---|---|---|---|---|
1. | თეონა ლავრელაშვილი | 27, 28 | 2014 | 2015 | |
2. | გიორგი ჩაფიძე | 29, 30 | 2015 | 2016 | |
3. | დიანა ენდელაძე | 31, 32 | 2016 | 2017 | |
4. | გიორგი მელაშვილი | 34, 35 | 2017 | 2018 | |
5. | კოკა კაპანაძე | 35, 36 | 2018 | 2021 | |
6. | |||||
7. | ლიკა აბრამიშვილი | 2021 | 2022 |