საფერისცვალო

მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

საფერისცვალომთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2176 მ. აგებულია იურული პორფირიტებით. თხემთან მყინვარული ცირკია. კალთები დანაწევრებული აქვს. ქვემოთ ტყით არის შემოსილი, ზემოთ — სუბალპური და ალპური მდელოთი.

საფერისცვალო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2176 
ქედი ლეჩხუმის ქედი
ამგებელი ქანები პორფირიტი

ლიტერატურა რედაქტირება