საუდის არაბეთის დემოგრაფია
საუდის არაბეთის დემოგრაფია — სტატია ეძღვნება საუდის არაბეთის ისეთი დემოგრაფიული მონაცემებს როგორიცაა: მოსახლეობა, მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური ჯგუფები, განათლების დონე, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური გაერთიანებები და სხვა.
2010 წლის მონაცემებით საუდის არაბეთში ცხოვრობს 27,136,977 ადამიანი, რომელთაგან 8,429,401 არ არის წარმოშობით საუდელი არაბი.[1] მოსაზლეობის 51% არის 25 წელზე ნაკლები ასაკის.[2] 1960 წლამდე მოსახლეობის უმეტესობა იყო მომთაბარე ან სანახევროდ მომთაბარე. სწრაფი ეკონომიკური და ურბანული ზრდის გამო ახლა მოსახლეობის 95% არის დასახლებული. მოსახლეობის 80% ცხოვრობს სამ უმსხვილეს ურბანულ ცენტრში: ერ-რიადში (დედაქალაქი), ჯიდასა და დამამში.[3] ზოგიერთ ქალაქსა და ოაზისში მოსახლეობის სიმჭიდროვე 1კვ. კილომეტრზე 1000 ადამიანს აღწევს. საუდის არაბეთის მოსახლეობა ხასიათდება სწრაფი ზრდითა და ახალგაზრდების დიდი რაოდენობით.
საუდის არაბეთი ფლობს ისლამის უმთავრეს სიწმინდეს მექას, რის გამოც თითოეული მუსლიმი ვალდებულია ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიიღოს ჰაჯიში მონაწილეობა და მოინახულოს ის. საუდის არაბეთის კულტურული გარემო არის უკიდურესად კონსერვატიული. ქვეყანა გამოირჩევა ისლამური ქცევის კოდექსის შარიათის ერთგულებით, შედეგად ხელოვნება უნდა ჯდებოდეს ეთიკის მკაცდარ დადგენილ ჩარჩოებში. ქალს და მამაკაცს არ აქვს უფლება ერთად იღებდნენ მონაწილეობას ღონისძიებებში. მათი სამუშაო ადგილები ასევე გაყოფილია.
მოსახლეობის უმეტესობა წარმოადგენს ეთნიკურ არაბს. რომლებიც მოვიდნენ როგორც მომლოცველები და დასახლდნენ ჰიჯაზის ტერიტორიაზე წითელი ზღვის სანაპირო ზოლში.[4] ქვეყანაში ასევე ცხოვრობს აზიელების დიდი რაოდენობა. განსაკუთრებით: ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ფილიპინებიდან. 1970-1980 წლებში ასევე მოხდა კორეელების მნიშვნელოვანი რაოდენობის მუშა ხელად შემოდინება, თუმცა შემდგომ უმეტესობა უკან დაბრუნდა.
სტატისტიკური მონაცემები
რედაქტირებაგაერთიანებული ერების მონაცემებით [5]
რედაქტირებაპერიოდი | შობადობა | გარდაცვალება | ცვლილება | შობადობის კოეფიციენტი | გარდაცვალების კოეფიციენტი | ცვლილების კოეფიციენტი | ბავშვების რაოდენობა ერთ ქალზე | გარდაცვალების რაოდენობა 1000 ბავშვზე |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1950–1955 | 159 000 | 81 000 | 78 000 | 47.9 | 24.3 | 23.5 | 7.18 | 204.3 |
1955–1960 | 180 000 | 83 000 | 98 000 | 47.6 | 21.9 | 25.7 | 7.18 | 183.1 |
1960–1965 | 210 000 | 86 000 | 124 000 | 47.6 | 19.6 | 28.1 | 7.26 | 162.6 |
1965–1970 | 248 000 | 88 000 | 159 000 | 46.9 | 16.7 | 30.2 | 7.26 | 139.2 |
1970–1975 | 304 000 | 88 000 | 216 000 | 46.4 | 13.4 | 33.0 | 7.30 | 106.6 |
1975–1980 | 378 000 | 86 000 | 292 000 | 44.1 | 10.0 | 34.1 | 7.28 | 78.2 |
1980–1985 | 491 000 | 86 000 | 405 000 | 42.7 | 7.5 | 35.2 | 7.02 | 57.0 |
1985–1990 | 562 000 | 86 000 | 476 000 | 38.3 | 5.8 | 32.4 | 6.22 | 42.3 |
1990–1995 | 579 000 | 85 000 | 495 000 | 33.5 | 4.9 | 28.6 | 5.45 | 30.2 |
1995–2000 | 573 000 | 87 000 | 486 000 | 29.7 | 4.5 | 25.2 | 4.51 | 22.2 |
2000–2005 | 545 000 | 91 000 | 454 000 | 24.7 | 4.1 | 20.6 | 3.54 | 19.4 |
2005–2010 | 569 000 | 98 000 | 470 000 | 22.1 | 3.8 | 18.3 | 3.03 | 18.5 |
ასაკობრივი სტრუქტურა
რედაქტირება0–14 წლის: 32,4%
15–64 წლის: 64,8%
65-ს ზემოთ: 2,8%
საშუალო ასაკი
რედაქტირებასულ: 25.3 წელი
კაცი: 26.4 წელი
ქალი: 23.9 წელი (2011 წლის მიხედვით.)
მოსაზლეობის ზრდის მაჩვენებელი
რედაქტირება1.536% (2011 წლის მიხედვით)
სიცოცხლის ხანგრძლივობა
რედაქტირებასულ: 75.29 წელი კაცი: 73.51 წელი ქალი: 77.16 წელი (2011 est.) [6]
ეთნიკური ჯგუფები
რედაქტირებამოსახლეობა | აღწერა |
---|---|
არაბები | 90% |
აფრო-აზიელები | 10%[7] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Saudi Gazette: Nov. 24, 2010 – Census shows Kingdom's population at more than 27 million" [1] დაარქივებული 2014-10-06 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Murphy, Caryle. Saudi Arabia’s Youth and the Kingdom’s Future. February 7, 2012. Woodrow Wilson International Center for Scholars' Environmental Change and Security Program. ციტირების თარიღი: 13 May 2014.
- ↑ House, Karen Elliott (2012). On Saudi Arabia : Its People, past, Religion, Fault Lines and Future. Knopf, გვ. 69.
- ↑ Siraj Wahab. (30 July 2009) It’s another kind of Saudization. Arab News. ციტირების თარიღი: 13 January 2011.
- ↑ World Population Prospects: The 2010 Revision
- ↑ http://countryeconomy.com/demography/life-expectancy/saudi-arabia
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-06. ციტირების თარიღი: 2014-06-10.