სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სარტყელა.

სარტყელასოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ხალების თემი). თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 880 მეტრი, ხაშურიდან 17 კმ. სოფელში 2014 წლის მონაცემებით ცხოვრობს 1 ადამიანი.

სოფელი
სარტყელა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ხალები
კოორდინატები 41°56′37″ ჩ. გ. 43°38′45″ ა. გ. / 41.94361° ჩ. გ. 43.64583° ა. გ. / 41.94361; 43.64583
ცენტრის სიმაღლე 880
მოსახლეობა 1[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სარტყელა — საქართველო
სარტყელა
სარტყელა — შიდა ქართლი
სარტყელა
სარტყელა — ხაშურის მუნიციპალიტეტი
სარტყელა

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები სარტყელას არ იცნობენ, არც სხვა ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებში გვხვდება. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.

1886 წლის აღწერით, აქ 7 კომლი მოსახლეა (36 კაცი და 36 ქალი, სულ 72 კაცი). მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მთლიანად ქართულია და გადმოსულები არიან დასავლეთ საქართველოდან.

1925 წელს სარტყელაში არის 22 კომლი. ამ დროს აქ სახლობენ გვარები: გოგალაძე (4) გელაშვილი (1), ტაბატაძე (8) და გობოზაშვილი (9).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 23, 10 ივნისი, 2019, გვ., 4
  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.