სართავი კულტურები

სართავი კულტურები, საფეიქრო კულტურებიმცენარეები, რომლებიც მოჰყავთ ბოჭკოს მისაღებად. ასეთია სხვადასხვა ბოტანიკური ოჯახის ერთ- ან მრავალწლოვანი მცენარეები. ზოგ სართავ კულტურას ბიჭკო აქვს თესლზე (მაგ., ბამბა), ზოგს — ნაყოფზე (სეიბა), ღეროში (სალაფნე კულტურები), ფოთოლში (აგავა, ახალზელანდიური სელი). მსოფლიო მიწათმოქმედებაში უდიდესი ფართობი უკავია ბამბას, ჯუთს, კანაფს, სელს, კენაფს.[1] მოჰყავთ ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში.[2] სართავი კულტურების ბოჭკო საფეიქრო მრეწველობის ძირითადი ერთეულია.[1] ბევრი სართავი კულტურა აგრეთვე ზეთოვანი მცენარეა, შეიცავენ 24-დან 40%-მდე და უფრო მეტ ზეთს, რომელსაც იყენებენ სასურსათო და ტექნიკური მიზნებისათვის.[2]

ბამბა
  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 105.
  2. 2.0 2.1 Лазарев Н. Н. Прядильные культуры // Большая российская энциклопедия. т. 27. — М., 2015. — стр. 669.