სანქტ-პეტერბურგის ვლადიმირის ტაძარი

სანქტ-პეტერბურგის ვლადიმირის ტაძარი (რუს. Владимирский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, ვლადიმირის მოედანზე. პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში. ამჟამინდელი ტაძარი შენდებოდა 1761-1769 წლებში. ვლადიმირის ეკლესიისაგან სახელი ეწოდა ვლადიმირის პროსპექტსა და ვლადიმირის მოედანს.

სანქტ-პეტერბურგის ვლადიმირის ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის ვლადიმირის ტაძარი — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ვლადიმირის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°55′41″ ჩ. გ. 30°20′54″ ა. გ. / 59.92806° ჩ. გ. 30.34833° ა. გ. / 59.92806; 30.34833
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810504000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო-კლასიციზმი
თარიღდება XVIII საუკუნე

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. სამხრეთის ეგვტერი წმინდა მოწამენის პისტის, ელპიდის და აღაპის და დედა მათი სოფიოს, ხოლო ქვედა ეკლესიისა იოანე დამასკელის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. წინამძღვარია - მიტროპოლიტი ვლადიმირ კოტლიაროვი.

სანქტ-პეტერბურგის ვლადიმირის ტაძარი ააშენეს სავაჭრო მოედანზე 1761-1769 წლებს შორის პერიოდში, სავარაუდოდ ქრისტიან კნობელის ან პიეტრო ანტონიო ტრეზინის პროექტის მიხედვით. ეკლესია ააგეს ამავე სახელწოდების ხის ეკლესიის ადგილზე, რომელიც თავის მხრივ ააშენეს 1747 წელს. ახლადაგებული ტაძარი აკურთხეს 1783 წელს.

1791 წელს არქიტექტორმა ჯაკომო კვარნეგი დაასრულა ორიარუსიანი ცალკე მდგომი სამრეკლოს მშენებლობა. 1830-1831 წლებში არქიტექტორმა აბრაამ მელნიკოვმა ააგო კარიბჭე. 1848 წელს არქიტექტორმა ფრანც რუსკამ სამრეკლოს კიდევ ერთი იარუსი დაამატა, ხოლო 1850-1853 წლებში მანვე ააშენა ორი სამლოცველო და გალავანი.

1865 წლიდან ვლადიმირის ეკლესიასთან მოქმედებს საქველმოქმედო საზოგადოება, ბავშვთა სახლი და ქალთა თავშესაფარი.

1883-1885 წლებში არქიტექტორმა ალექსანდრე გოლმმა შეასრულა კუთხის სამუშაოები. 1887-1888 წლების რესტავრაციის შემდეგ ეკლესიამ უმასპინძლა სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნებოდა რუსეთის გაქრისტიანების 900 წლისთავს.

1828 წელს ვლადიმირის ეკლესიაში დაკრძალეს ალექსანდრე პუშკინის ძიძა არინა იაკოვლევა. ტაძრის მრევლი თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში იყო ფიოდორ დოსტოევსკი. დღემდე ეკლესიაში იხდიან პანაშვიდს, რომელიც მწერალს ეძღვნება.

1932 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა და შენობა გადასცა ფაბრიკას გამოყენებისათვის.

1989 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და აკურთხეს 1990 წლის 7 აპრილს, პირველი შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ. ტაძრის ინტერიერის რემონტი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

2000 წელს ვლადიმირის ეკლესიამ მიიღო ტაძრის სტატუსი.

არქიტექტურა

რედაქტირება
 
ტაძრის მაკეტი

ხუთთავიანი ტაძარი არქიტექტურის ძეგლია, რომელიც აგებულია ბაროკოდან კლასიციზმში გარდამავალ სტილში. იგი მოიცავს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ზემო (ცივ) და იოანე დამასკელის სახელობის ქვემო (თბილ) ტაძრებს. ამჟამად ღვთისმსახურება მიმდინარეობს მხოლოდ ზემო ეკლესიაში.

ტაძრის გუმბათის საბჯენი კედლის თავები გაფორმებულია სახარების ავტორთა გამოსახულებით. ზემო ეკლესიაში შემონახულია XVIII საუკუნის კანკელი, რომელიც 1808 წელს გადმოიტანეს ანიჩკოვის სასახლის ეკლესიიდან. ქვედა ეკლესია მოხატული იყო, მაგრამ ისევე როგორც მისი კანკელი ისიც XX საუკუნის შუა წლებში განადგურდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Исакова Е. В., Шкаровский М. В. Собор Владимирской иконы Божией Матери: Исторический очерк. — СПб.: «Алмаз», 2000. — 223 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება