სანჟაასურენგიინ ოიუუნი
სანჟაასურენგიინ ოიუუნი (მონღ. Санжаасүрэнгийн Оюун) — მონღოლი პოლიტიკოსი, მონღოლეთის დიდი სახელმწიფო ხურალის წევრი 1998 წლიდან, მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (2007-2008 წწ.), ეკოსისტემისა და ბუნების დაცვის მინისტრი (2012 წლიდან). 1998 წლის 2 ოქტომბერს ტრაგიკულად დაღუპული მონღოლი პოლიტიკოსის სანჟაასურენგიინ ზორიგის უმცროსი და[1].
სანჟაასურენგიინ ოიუუნი | |
მონღოლეთის დიდი ხურალის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1998 |
მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2007 – 2008 | |
პრეზიდენტი | ნამბარინ ენხბაიარი |
დაბადებული | 18 იანვარი, 1964 ულან-ბატორი, მონღოლეთი |
პოლიტიკური პარტია | სამოქალაქო გამბედაობის პარტია |
მამა | სანჟაასურენ |
დედა | დორჟპალამი |
განათლება | კარლის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი |
რელიგია | ბუდიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოიუუნი დაიბადა 1964 წლის 18 იანვარს ქალაქ ულან ბატორში. მისი მამა იყო მონღოლეთის სახელმწიფოო უნივერსიტეტის დეკანი და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე. დედა კი იყო ცნობილი საბჭოთა გეოგრაფის ანდრეი სიმუკოვის ქალიშვილი, რომელმაც შექმნა მონღოლეთის პირველი გეოგრაფიული რუკები[2]..
სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა კარლის უნივერსიტეტში (ჩეხოსლოვაკია), რომელიც დაასრულა 1987 წელს გეოქიმიკოსის სპეციალობით.
1988-1990 წლებში იუუნი მუშაობდა გეოლოგად მონღოლეთ-ჩეხოსლოვაკიის სამთამადნო კომპანიაში. 1990-1991 წლებში მუშაობდა გაერო-ში.
1992-1996 წლებში სწავლობდა კემბრიჯის უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სადაც მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. იქვე დაიცვა დისერტაცია და გახდა გეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი[3].
1996-1998 წლებში მუშაობდა სამთო-მეტალურგიულ კომპანიაში „რიო-ტინტო“
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1998 წლის 2 ოქტომბერს საკუთარ ბინაში მოკლეს ოიუუნის უფროსი ძმა, ცნობილი მონღოლი პოლიტიკოსი სანჟაასურენგიინ ზორიგი. დანაშაული აქამდე არაა გახსნილი. ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ ოიუუნი მოვიდა პოლიტიკაში, რათა გაეგრძელებინა ძმის საქმე.
1998 წელს პირველად აირჩიეს მონღოლეთის დიდ სახელმწიფო ხურალში დორდონის საარჩევნო ოლქიდან, რომელიც მამამისის სამშობლო იყო. ამ ოლქიდან კენჭს ყოველთვის მისი ძმა იყრიდა ხოლმე.
1998 წლიდან დიდი ხურალის დეპუტატია. 2000 წელს ჩამოაყალიბა ლიბერალურ-ცენტრისტული სამოქალაქო გამბედაობის პარტია. 2004-2005 წლებში დიდი ხურალის ვიცე-სპიკერია.
2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე სანჟაასურენგიინ ოიუუნი შედიოდა სანჟიინ ბაიარის კოალიციურ მთავრობაში, სადაც ეკავა მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 2008 წლის სექტემბრიდან დიდი სახელმწიფო ხურალის მუდმივმოქმედი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრია[4].
2012 წლიდან ბუნებისა და ეკოსისტემის მინსიტრად მუშაობს[5].
საპარლამენტო და სახელმწიფოებრივი საქმიანობის გარდა ოიუუნი ხელმძღვანელობდა საკუთარი დაღუპული ძმის სახელობის ფონდს. ფონდი მხარს უჭერდა დემოკრტიას, იცავდა ადამიანის უფლებებს, გამოდიოდა სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერად. ოიუუნი ასევე არის მონღოლეთის გეოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი.
მშობლიური მონღოლურის გარდა კარგად ფლობს რუსულს, ინგლისურსა და ჩეხურს[6]. არის კარატეში შავი ქამრის მფლობელი[3].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Монголия > Внешэкономсвязи, политика №1235876
- ↑ Он отдал жизнь за демократию в Монголии
- ↑ 3.0 3.1 Санжаасурэнгийн Оюун
- ↑ Кто есть кто в новом парламенте Монголии
- ↑ Международное сообщество высоко оценило результаты и значение визита Си Цзиньпина в Монголию[მკვდარი ბმული]
- ↑ Оюун Санжаасурэнгийн. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-05. ციტირების თარიღი: 2017-03-05.