სანელებელა (ლათ. Mycetinis alliaceus)[1]მიცეტინისის გვარის სოკო ომფალოტისებრთა ოჯახისა.[2]

სანელებელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ომფალოტისებრნი
გვარი:  მიცეტინისი
სახეობა:  სანელებელა
ლათინური სახელი
Mycetinis alliaceus (Jacq.) Earle ex A.W. Wilson & Desjardin (2005)

ახასიათებს ნივრის მძაფრი სუნი. გამოიყენება როგორც სუნელი სხვადასხვა კერძებისთვის არომატის მისაცემად. გავრცელებულია ევროპის მთელ ტერიტორიაზე, იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა ავტრიელმა ბოტანიკოსმა ნიკოლაუს იოზეფ ფონ ჟაკენმა 1773 წელს როგორც Agaricus alliaceus. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიენიჭა 2005 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus alliaceus Jacq., 1762: Fr., 1821
  • Agaricus dolinensis Schulzer, 1870
  • Chamaeceras alliaceus (Jacq.) Kuntze, 1898
  • Marasmius alliaceus (Jacq.) Fr., 1838
  • Marasmius alliaceus var. subtilis J.E.Lange, 1921
  • Marasmius schoenopus Kalchbr., 1875, nom. superfl.
  • Mycena alliacea (Jacq.) P.Kumm., 1871

ზრდასრული სოკოს ქუდის დიამეტრი — 1-6,5 სმ, კიდეები დაკვალულია, შიშველი გლუვი ზედაპირით, ახასიათებს განიერი ბორცვაკი. მუქი ყვითელი ან წითელ-ყავისფერი შეფერილობის, კიდებზე უფრო მკრთალი.

რბილობი — თხელი, ქუდში თეთრია, ფეხში ყვითელი, ნივრის მძაფრი სუნით.[3]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, ფეხისგან თავისუფალი, მოვარდისფრო-თეთრი ან მონაცრისფრო, არასწორად დაკბილული კუთხეებით.

ფეხის სიგრძე — 6-15 სმ, სისქე — 2-5 მმ, ცენტრალური, ცილინდრული ან გაბრტყელებული, მყარი, ხრტილოვანი ქუდისკენ დამტვერილ-ხავერდოვანი, ნაცრისფერ-ყავისფერი ან შავი, ძირისკენ უფრო მუქი ფერის.[4]

სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები — 9-12×5-7,5 მკმ, ფართოელიფსისებრი ან ნუშისებრი, ბაზიდიუმი ძირითად ოთხსპორიანი, ჰეილოცისტიდები — თითისტარისებრი ან ცილინდრული.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

ახასიათებს ნივრის მძაფრი სუნი. გამოიყენება როგორც სუნელი, სხვადასხვა კერძებისთვის ნივრის არომატის მისაცემად, ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებსაც ალერგია აქვთ ნიორზე.[5]

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

გავრცელებულია ევროპის მთელ ტერიტორიაზე.[6] საპტროტროფია. იზრდება ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში, დამპალ წიფლის ხეებზე, წიფლის ძირნაყარ დამპალ ტოტებსა და ფოთლებზე.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Noordeloos M. E., Flora agaricina Neerlandica, 1995. — P. 152—153, ISBN 90-5410-616-6.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Henning Knudsen, Jan Vesterholt: Funga Nordica. Agaricoid, boletoid and cyphelloid genera. Nordsvamp, Kopenhagen 2008, ISBN 978-87-983961-3-0 (Neubearbeitung von Nordic Macromycetes vol. 2, zahlreiche Mikroskizzen, inkl. CD „MycoKey 3.1“).
  2. Jadson J. S. Oliveira, Ruby Vargas-Isla, Tiara S. Cabral, Doriane P. Rodrigues, Noemia K. Ishikawa: Progress on the phylogeny of the Omphalotaceae: Gymnopus s. str., Marasmiellus s. str., Paragymnopus gen. nov. and Pusillomyces gen. nov. In: Mycological Progress. Band 18, Nr. 5, Mai 2019, ISSN 1617-416X, S. 713–739, doi:10.1007/s11557-019-01483-5.
  3. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda (1988-08-04). Grzyby i ich oznaczanie. Warszawa: PWRiL. ISBN 83-09-00714-0. 
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 115, ISBN 99940-856-1-1.
  5. See entry in Mycorance site.
  6. Till R. Lohmeyer, Ute Kũnkele (2006). Grzyby. Rozpoznawanie i zbieranie. Warszawa. ISBN 978-1-40547-937-0.