სანდრო კანდელაკი
ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი (დ. 6 ოქტომბერი, 1893, ნიჩბისი, ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტი — გ. 21 ოქტომბერი, 1959, მცხეთა) — ქართველი ფალავანი. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით.
ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი | |
---|---|
ალექსანდრე კანდელაკი | |
დაბადების თარიღი |
6 ოქტომბერი 1893 ნიჩბისი |
გარდაცვალების თარიღი |
21 ოქტომბერი, 1959 (66 წლის) მცხეთა |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა |
მოჭიდავე ცირკის მსახიობი კინომსახიობი |
ჯილდოები |
მამა — იოსები, საშუალო ტანის კაცი ყოფილა, დედა — თიანეთელი ჩივაძის ქალი ელისაბედი კი ერთობ ძვალმსხვილი, მოხდენილი და ახოვანი მანდილოსანი. კანდელაკი ყმაწვილობაში მოჯამაგირედ იყო, შემდეგ მებორნედ მდინარე ქსანზე. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მცხეთაში მუშაობდა რკინიგზაზე, ზამთრობით კი თბილისში ჩამოდიოდა და ცირკში გამართულ ჭიდაობაში მონაწილეობდა. ხალხმა მას „ქართველი გოლიათი“ უწოდა. იგი სიმაღლით დაახლოებით ორი მეტრი იყო და 170 კილოგრამს იწონიდა.[1] თბილისში, ესიკოვსკის ცირკში, რეგულარული ჭიდაობა 1921 წლიდან დაიწყო. კანდელაკს ბევრი ცნობილი მოჭიდავე ჰყავს დამარცხებული, მათ შორის: თევდორე კოჟემიაკინი, ივანე ზაიკინი, პავლე ზაგორუიკო, გეორგ ლურიხი.[2] აღსანიშნავია ალექსანდრე კანდელაკისა და ივანე პოდუბნის შერკინება. ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ბაქოში 1923 წელს. ერთი შერკინება ფრედ დამთავრდა, ხოლო მეორე შერკინებაში კანდელაკმა გაიმარჯვა.[1] 1921−1930 წლებში კანდელაკი უფრო კლასიკურ ჭიდაობას მისდევდა და, თუმცა კლასიკური ჭიდაობის ილეთები საგანგებოდ არ ჰქონდა შესწავლილი, დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა.
გადაღებულია ქართულ ფილმებში: „ხანუმა“ (1926), „ჯანყი გურიაში“ (1928), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1933), „ქაჯეთი“ (1936), „მეგობრობა“ (1940), „ქაჯანა“ (1941).[3] დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
1976 წელს მცხეთაში გაიხსნა სანდრო კანდელაკის ძეგლი, რომლის მოქანდაკეა ბიძინა ავალიშვილი.[4]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1926: „ხანუმა“ რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1928: „ჯანყი გურიაში“ (როსტომი) რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1933: „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (იმედა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1936: „ქაჯეთი“ (ფრიდონი) რეჟ. კოტე მიქაბერიძე
- 1940: „მეგობრობა“ (სანდრო) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1941 : „ქაჯანა“ (ზაქრო) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარნოვი ა., ჭიდაობა ძველ თბილისში, თბ., 1967;
- გეგენავა დ., ორი ფალავანი, თბ., 1967.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ალექსანდრე კანდელაკის ბიოგრაფიის საინტერესო დეტალები
- ↑ ალექსანდრე კანდელაკი — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-06. ციტირების თარიღი: 2021-01-19.
- ↑ სანდრო კანდელაკი — ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2015-02-04.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 364.