სანდრო კანდელაკის ძეგლი
ძეგლი
სანდრო კანდელაკის ძეგლი — მონუმენტური ხელოვნის ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, დაიდგა 1970 წელს მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილის, არქიტექტორები - მ. ლაითაძესა, ვ. ქობულიას მიერ.
დაბალპარაპეტიან ბაზალტის ფილებით მოგებულ ბრგვალ ბაქანზე აღმართულია გრანიტით მოპირკეთებული კვარცხლბეკი (სიმაღლე 3 მეტრი), რაზეც დგას ცნობილი ქართველი მოჭიდავის სანდრო კანდელაკის ბაზალტისაგან ნაკვეთი ბიუსტი (სიმაღლე 1 მეტრი). ათლეტური აგებულების ახალგაზრდა მამაკაცის ბიუსტი, ფართოდ გაშლილი მხრებით, სცილდება კვარცხლბეკის საზღვრებს. ბიუსტის ქვედა ნაწილი უხეშად გათლილი ქვის ბლოკს წარმოადგენს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი ფ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 244.