პარაპეტი
პარაპეტი (ფრანგ. parapet, იტალ. parapetto ან parare — დაცვა და petto — მკერდი):
- დაბალი ერთიანი მესერი, ერთიანი მოაჯირი, რომელიც იცავს ტერასიდან, სახურავიდან, ხიდიდან ან სხვა შემაღლებიდან გადმოვარდნისგან;
- ქვის კედელი, რომელიც იცავს ჯებირს (დამბას) ტალღების დამანგრეველი ზემოქმედებისგან;
- (მოძვ.) მიწაყრილი (ბრუსტვერი) მოწინააღმდეგის ცეცხლისგან თავდასაცავად;
ლიტერატურა
რედაქტირება- უცხო სიტყვათა ლექსიკონი, გვ. 604, 2007 წ.