სანდრო გვალია

სამთო მოთხილამურე და მწვრთნელი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვალია.

ალექსანდრე (სანდრო) გვალია (დ. 1913 — გ. 1982) — ქართველი მთამსვლელი, სამთო მოთხილამურე და მწვრთნელი. სპორტის ოსტატი (1949), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი ალპინიზმში (1934). მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

სანდრო გვალია
დაბადების თარიღი 1913
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 1982
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მთამსვლელი
სამთო მოთხილამურე
მწვრთნელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სანდრო გვალია 1933–34 წლებში მუშაობდა ყაზბეგის მეტეოროლოგიურ სადგურში. 1937 წელს, შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით, ალპინისტ რამინ კვიციანთან და სხვა ალპინისტებთან ერთად ავიდა კავკასიონის ერთ-ერთი ცენტრალური ქედის დაუპყრობელ, ყინულოვან მწვერვალზე — ბეზენგის კლდეზე, შხარასა და ჯანღას შორის. მწვერვალს ალპინისტებმა შოთა რუსთაველი უწოდეს. სანდრო გვალიას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაში.[1] ხელმძღვანელობდა პირველ ასვლებს: ბანგურიანზე (1930), მთავარ შხარაზე, ვახუშტის მწვერვალზე (1933), რუსთაველის პიკზე (1937) და სხვა; 1930–40 წლებში მოაწყო მასობრივი ალპინიადები და სამთო-სათხილამურო ლაშქრობები კავკასიონის მთებში, სვანეთსა და რაჭაში.[2] 1948 წლიდან იყო საკავშირო კატეგორიის მსაჯი. სპორტული კლუბების — „ნაუკა“ და „სპარტაკი“ წევრი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 1943 წელს სანდრო გვალიას გადაეცა წითელი ვარსკვლავის ორდენი.[3]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მთა შოდა და მის წვერზე მეორეთ ასვლა, ტფილისი, 1932.
  1. ქართული სპორტი // ალექსანდრე (სანდრო) გვალია[მკვდარი ბმული]
  2. ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. თბილისი: პალიტრა L, 2013.
  3. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი. თბ., 2018