ვახუშტის მწვერვალი

მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეებში

ვახუშტის მწვერვალი — ალპური ტიპის მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3879 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. მწვერვალი დაფარულია მარადი თოვლით, კალთები ალპური მდელოებით. პირველი ასვლა მოეწყო 1933 წელს ალპინისტ სანდრო გვალიას ხელმძღვანელობით და ვახუშტის მწვერვალი უწოდეს.

ვახუშტის მწვერვალი
კოორდინატები: 42°57′27″ ჩ. გ. 43°08′35″ ა. გ. / 42.9575194° ჩ. გ. 43.1432389° ა. გ. / 42.9575194; 43.1432389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3879 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
ვახუშტის მწვერვალი — საქართველო
ვახუშტის მწვერვალი
ვახუშტის მწვერვალი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ვახუშტის მწვერვალი

ლიტერატურა რედაქტირება