სანგა (ფრანგ. Sangha) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, მდინარე კონგოს შენაკადი. წარმოიქმნება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სანგა-მბაერეს ეკონომიკურ პრეფექტურაში მდინარეების — კადეის და მამბერეს შეერთების შემდეგ. მდინარე სანგის და მისი შენაკადების წყალშემკრები აუზის ტერიტორია მოიცავს კამერუნის აღმოსავლეთის რეგიონს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთის პრეფექტურებს (ნანა-მამბერე, მამბერე-კადეი და სანგა-მბაერე) და კონგოს რესპუბლიკის სანგის და კიუვეტის დეპარტამენტებს. მდინარის სიგრძე შეადგენს 785 კმ-ს[1][2].

სანგა
ფრანგ. Sangha
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
სათავე მდინარეების — კადეის და მამბერეს შეერთება
3°31′09″ ჩ. გ. 16°02′50″ ა. გ. / 3.51917° ჩ. გ. 16.04722° ა. გ. / 3.51917; 16.04722
შესართავი კონგო
1°12′45″ ს. გ. 16°49′40″ ა. გ. / 1.21250° ს. გ. 16.82778° ა. გ. / -1.21250; 16.82778
შესართავის მდებარეობა ნოლა
სიგრძე 785 კმ
სანგა — კონგოს რესპუბლიკა
სანგა
სანგა
— სათავე, — შესართავი
სანგა ვიკისაწყობში

მორფომეტრია

რედაქტირება

მდინარე სანგა წარმოიქმნება მდინარეების — კადეის და მამბერეს შეერთების შემდეგ. მდინარის სიგრძე შეერთების ადგილიდან შეადგენს დაახლოებით 790 კმ-ს და დაახლოებით 1300 კმ-ს მდინარე კადეისთან ერთად. წყალშემკრები აუზის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 200 ათას კმ²-ს.

ჰიდროგრაფია

რედაქტირება

ორივე საწყისი მდინარე, კადეი და მამბერე, სათავეს იღებენ კამერუნის მთიანეთის სამხრეთის ფერდოებზე. მარჯვენა შენაკადის სახით ჩაედინება მდინარე კონგოში.

შენაკადები

რედაქტირება

წყლის რეჟიმი

რედაქტირება

წყლის საშუალო ხარჯი იცვლება 700 მ³/წმ-დან (მარტი) 4250 მ³/წმ-მდე (ოქტომბერი — ნოემბერი). სანაოსნოა მთელ სიგრძეზე საწყისი მდინარეების შეერთების ადგილიდან (კადეი და მამბერე) მდინარე კონგოსთან შეერთებამდე.

ნაკრძალები

რედაქტირება

მდინარის გასწვრივ მდებარე ნაკრძალები ლობეკე, ძანგა-სანგა და ძანგა-ნდაკი, ბუნებაში ერთ-ერთი უკანასკნელი შემონახული ბუნებრივი საბინადრო ადგილია ისეთი ცხოველებისა, როგორებიცაა ველური ტყის სპილო და დასავლეთის დაბლობის გორილა, ველური აფრიკული კამეჩი და ჯუჯა ბეჰემოთი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Meyers Kontinente und Meere:Afrika. Herausgegeben vom Geographisch- Kartographischen Institut Meyer
  2. Der Neue Brockhaus. Herausgegeben vom F.A. Brockhaus Verlag Wiesbaden ISBN 3-7653-0025-X