აღმოსავლეთის რეგიონი (კამერუნი)

აღმოსავლეთის რეგიონი (ინგლ. East Region, ფრანგ. Région de l'Est) (2008 წლამდე — აღმოსავლეთის პროვინცია) — რეგიონი კამერუნის აღმოსავლეთში. ესაზღვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას (აღმოსავლეთში), კონგოს რესპუბლიკას (სამხრეთში), კამერუნის ადამავას (ჩრდილოეთში), ცენტრალურ და სამხრეთის (დასავლეთში) რეგიონებს. ტერიტორიის მიხედვით ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი რეგიონი (109 002 კმ²).

რეგიონი
აღმოსავლეთის რეგიონი
ინგლ. East Region
ფრანგ. Région de l'Est
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
ადმ. ცენტრი Bertoua
შიდა დაყოფა Boumba-et-Ngoko, Haut-Nyong, Kadey და Lom-et-Djerem
კოორდინატები 4°34′30″ ჩ. გ. 13°40′53″ ა. გ. / 4.57500° ჩ. გ. 13.68139° ა. გ. / 4.57500; 13.68139
ფართობი 109 002 კმ²
მოსახლეობა 832 869[1][2][3][4] კაცი (2005)
სიმჭიდროვე 7,64 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია

რედაქტირება

რეგიონის ტერიტორია თითქმის მთლიანად მდებარეობს სამხრეთკამერუნის პლატოზე, რომლისგანაც შედგება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 500-1000 მეტრის ფარგლებში, უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე დაბლობი ადგილების გამოკლებით (200—500 მეტრი).

რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს «ლობეკეს» ეროვნული პარკი.

მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნება ბანტუს ხალხს, მეორე ნაწილს შეადგენს ადამავა-უბანგის ხალხი, რომლებიც სახლობენ რეგიონის ჩრდილოეთ რაიონებში. მოსახლეობის მესამე ნაწილს შეადგენს ფულბეს ხალხი, ასევე ცხოვრობს პიგმეების მცირერიცხოვანი ჯგუფი.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად:

აღმოსავლეთის რეგიონის დეპარტამენტები
 
დეპარტამენტის სახელი (ქართ.) დეპარტამენტის სახელი (ფრანგ.) ფართობი,
კმ²
ადმინისტრაციული ცენტრი
ბუმბა და ნგოკო Boumba-et-Ngoko 30 389 იოკადუმა

(Yokadouma)

ზედა ნიონგი Haut-Nyong 36 384 აბონგ-მბანგი

(Abong-Mbang)

კადეი Kadey 15 884 ბატური

(Batouri)

ლომი და ჯერემი Lom-et-Djerem 26 345 ბერტუა

(Bertoua)

სულ 109 002

ეკონომიკა

რედაქტირება

მრეწველობა სუსტადაა განვითარებული, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა ხე-ტყის წარმოება და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკავებულია სოფლის მეურნეობით, რომელიც მათთვის არსებობისათვის ერთადერთი საშუალებაა.