სამხრეთის რეგიონი (კამერუნი)

სამხრეთის რეგიონი (ინგლ. South Region; ფრანგ. Région du Sud) — რეგიონი კამერუნის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კამერუნის აღმოსავლეთის რეგიონს, ჩრდილოეთიდან ცენტრალურ რეგიონს და ჩრდილო-დასავლეთიდან სანაპირო რეგიონს, გარდა ამისა, იგი ესაზღვრება ეკვატორულ გვინეას, გაბონს და კონგოს რესპუბლიკას, დასავლეთიდან გარს ეკვრის ბიაფრის ყურის წყლები. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ებოლოვა

რეგიონი
სამხრეთის რეგიონი
ინგლ. South Region
ფრანგ. Région du Sud
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
ადმ. ცენტრი Ebolowa
შიდა დაყოფა Dja-et-Lobo, Mvila, Océan და Vallée-du-Ntem
კოორდინატები 2°55′10″ ჩ. გ. 11°09′06″ ა. გ. / 2.91944° ჩ. გ. 11.15167° ა. გ. / 2.91944; 11.15167
დაარსდა 1983
ფართობი 47 191 კმ²
მოსახლეობა 745 198[1][2][3][4] კაცი (2005)
სიმჭიდროვე 15,79 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

მოსახლეობა

რედაქტირება
 
ეთნიკური ჯგუფების გეოგრაფიული განაწილება სამხრეთის რეგიონში.

მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოადგენს ბანტუს ხალხს, რომლებიც ბეტის ენის დიალექტზე ლაპარაკობენ.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად:

სამხრეთის რეგიონის დეპარტამენტები
რუკა დეპარტამენტის სახელი (ქართ.) დეპარტამენტის სახელი (ფრანგ.) ფართობი,
კმ²
ადმინისტრაციული ცენტრი
 
ჯა და ლობო Dja-et-Lobo 19 911 სანგმელიმა

(Sangmélima)

მვილა Mvila 8697 ებოლოვა

(Ebolowa)

ოკეანი Océan 11 280 კრიბი

(Kribi)

ვალე-დუ-ნტემი Vallée-du-Ntem 7303 ამბამი

(Ambam)

სულ 47 191

ეკონომიკა

რედაქტირება

ეკონომიკის მთავარი დარგებია: ხე-ტყის წარმოება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და ოკეანის სანაპიროზე ნავთობის მოპოვება. რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორია, ოკეანის სანაპიროზე მდებარე მანგროს ტყეების გარდა, დაკავებულია ტროპიკული ტყეებით.