სანგა-მბაერე
სანგა-მბაერე (ფრანგ. Sangha-Mbaéré; სანგო — Sêse tî kömändâ-kötä tî Sangä-Mbaere) — ეკონომიკური პრეფექტურა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთში.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ნოლა.
- ფართობი — 19 412 კმ², 2003 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 101 074 ადამიანს.[1][2]
პრეფექტურა | |
---|---|
სანგა-მბაერე ფრანგ. Sangha-Mbaéré სანგო — Sêse tî kömändâ-kötä tî Sangä-Mbaere | |
ქვეყანა | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
ადმ. ცენტრი | Nola |
კოორდინატები | 3°30′00″ ჩ. გ. 16°05′00″ ა. გ. / 3.50000° ჩ. გ. 16.08333° ა. გ. |
ფართობი | 19 412 კმ² |
მოსახლეობა | 101 074 კაცი (2003) |
სიმჭიდროვე | 5,21 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
გეოგრაფია
რედაქტირებაჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება მამბერე-კადეის პრეფექტურას, ჩრდილო-აღმოსავლეთით ლობაეს პრეფექტურას, აღმოსავლეთით კონგოს რესპუბლიკას, დასავლეთით კამერუნს.
პრეფექტურის სახელწოდება წარმოიქმნა მდინარეებისგან — სანგა და მბაერე. მდინარე სანგა წარმოიქმნება პრეფექტურის ტერიტორიაზე, მდინარეების — კადეის და მამბერეს შეერთებით, ქალაქ ნოლას რაიონში და მიედინება სამხრეთისაკენ — მდინარე კონგოსკენ. მბაერე მიედინება სუბპრეფექტურა ლობაეს საზღვრის გასწვრივ და უერთდება მდინარე ლობაეს (უბანგის შენაკადი).