სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი

სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი – აბრევიატურა SNNPR (ამჰ. ደቡብ ብሔሮች ብሔረሰቦችና ሕዝቦች ክልል) — ეთიოპიის რეგიონი. ჩამოყალიბდა 1994 წლის არჩევნების შემდეგ 7, 8, 9, 10 და 11 რეგიონების გაერთიანების შედეგად. მისი დედაქალაქია — აუასა. მოსახლეობა — 17 837 005 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 105 887,18 კმ²[2].

რეგიონი
სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი
ამჰ. ደቡብ ብሔሮች ብሔረሰቦችና ሕዝቦች ክልል

დროშა გერბი

ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
ადმ. ცენტრი Hawaasa
კოორდინატები 6°30′00″ ჩ. გ. 37°06′00″ ა. გ. / 6.50000° ჩ. გ. 37.10000° ა. გ. / 6.50000; 37.10000
დაარსდა 1994
ფართობი 105 887,18 კმ²
მოსახლეობა 17 837 005 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 168,45 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+3]]
ოფიციალური საიტი http://www.snnprs.gov.et/

გეოგრაფია

რედაქტირება

რეგიონი ესაზღვრება კენიას სამხრეთში, სამხრეთ-დასავლეთში — ილემის სამკუთხედს, დასავლეთში — სამხრეთ სუდანს, ჩრდილო-დასავლეთში — გამბელის რეგიონს, ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში — ორომიის რეგიონს. მსხვილი ქალაქებია: აუასა, არბა-მინჩი, მიზან-ტეფერი და ჩენჩა.

მოსახლეობა

რედაქტირება

2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენდა 15 042 531 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 10,28 %-ს (ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში). მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 142,06 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 3 087 567 ცალკეული მეურნეობა, ასე რომ, საშუალოდ 4,9 ადამიანი მოდის ერთ მეურნეობაზე. ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია: სიდამო — 19,38 %, ველაიტა — 10,59 %, ჰადია — 7,98 %, გურაგელები — 7,54 %, გამო — 7 %, კაფიჩო — 5,44 %, სილტე — 5,37 %, გედეო — 4,90 % და სხვა. ძირითადი ენებია: სიდამოს ენა — 19,59 %, ვოლაიტას ენა — 10,48 %, ჰადიას ენა — 8,00 %, გურაგული ენა — 7,13 %, გამოს ენა — 6,9 %, კაფას ენა — 5,36 %. სულ რეგიონში ცხოვრობს 45-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი. პროტესტანტები შეადგენენ რეგიონის მთელი მოსახლეობის 55,5 %-ს, ქრისტიანი-მონოფიზიტები — 19,9 %-ს, მუსულმანები — 14,1 %-ს, კათოლიკები — 2,4 %-ს; მოსახლეობის დაახლოებით 6,6 % მიეკუთვნება ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს.

1994 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენდა 10 377 028 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა იყო სულ 6,8 %. 2006 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ 54 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით, რაც მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე 15 წლის უკანდელი მაჩვენებლები (სულ 10-15 %). განათლების დონე შეადგენს 57 %-ს მამაკაცებისთვის და 22,4 %-ს ქალებისთვის. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს 85 ბავშვს 1000 დაბადებულზე (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე მაღალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

რეგიონი იყოფა 13 ზონად, 8 განსაკუთრებულ რაიონად (ვორედა) და აუასის საქალაქო ადმინისტრაციად.

ზონები/განსაკუთრებული რაიონები (ქართ.) ზონები/განსაკუთრებული რაიონები (ლათ.) მოსახლეობა,[3]
ად. (2007 წელი)
1 ბენჩ-მაჯი Benč / Bench Maji Zone 654 046
2 დაურო Dawro / Dawuro Zone 492 742
3 სამხრეთი ომო Debub (South) Omo Zone 577 673
4 გამო-გოფა Gamo Gofa Zone 1 595 570
5 გიდეო Gide’o / Gedeo Zone 879 749
6 გურაგე Gurage Zone 1 280 483
7 ჰადია Hadiya Zone 1 243 776
8 კეფა Käfa / Keffa Zone 880 251
9 კემბატა-ტემბარო Kämbata / Kembata Tembaro / Timbaro Zone 683 167
10 შეკა Sheka Zone 199 671
11 სიდამა Sidama Zone 2 966 652
12 სილტი Səlṭi / Silti Zone 751 159
13 ველაიტა Wälaytta / Wolayita Zone 1 527 908
14 ალაბა (განსაკუთრებული რაიონი) Alaba special woreda 232 241
15 ამარო (განსაკუთრებული რაიონი) Amaro special woreda 149 384
16 ბასკეტო (განსაკუთრებული რაიონი) Basketo special woreda 56 678
17 ბურჯი (განსაკუთრებული რაიონი) Burji special woreda 56 523
18 დირაშე (განსაკუთრებული რაიონი) Dirashe / Derashe special woreda 142 678
19 კონსო (განსაკუთრებული რაიონი) Konso special woreda 234 987
20 კონტა (განსაკუთრებული რაიონი) Konta (Ela) special woreda 91 743
21 იემი (განსაკუთრებული რაიონი) Yäm / Yem special woreda 80 647
22 აუასის საქალაქო ადმინისტრაცია Hawassa City Administration-Zone 259 803
სულ 15 042 531

ზონები თავის მხრივ იყოფა 126 რაიონად (ვორედა) და 10 ქალაქ-ვორედად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
  2. 2011 National Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-10-04.
  3. GeoHive; Ethiopia, Administrative units