გამბელის რეგიონი
გამბელის რეგიონი (ამჰ. ጋምቤላ) — ეთიოპიის რეგიონი. მისი დედაქალაქია გამბელა. ადრე მისი სახელი იყო რეგიონი 12. მოსახლეობა — 396 000 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 29 782,82 კმ²[2]. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთი სუდანის საზღვართან. რეგიონს ესაზღვრება ორომიის რეგიონი და სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი.
რეგიონი | |||
---|---|---|---|
გამბელის რეგიონი ამჰ. ጋምቤላ | |||
| |||
ქვეყანა | ეთიოპია | ||
ადმ. ცენტრი | გამბელა | ||
კოორდინატები | 7°37′06″ ჩ. გ. 34°41′22″ ა. გ. / 7.61833° ჩ. გ. 34.68944° ა. გ. | ||
ფართობი | 29 782,82 კმ² | ||
ოფიციალური ენა | ამჰარული ენა | ||
მოსახლეობა | 396 000 კაცი (2014) | ||
სიმჭიდროვე | 13,30 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+3]] | ||
რეგიონში მდებარეობს გამბელის ეროვნული პარკი, რომელიც 5061 კმ²-ზეა გადაჭიმული და რეგიონის 19,6 %-ს შეადგენს.
გეოგრაფია
რედაქტირებაგეოგრაფიული პირობები და კლიმატი ედრება მეზობელი სამხრეთ სუდანისას და განსხვავდება დანარჩენი ეთიოპიისგან. თითქმის მთელი ტერიტორია დაფარულია მუსონური ტროპიკული ტყეებით. კლიმატი ნოტიოა, გვალვიანი სეზონების გარეშე.
მოსახლეობა
რედაქტირება2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 306 916 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 25,37 %-ს. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა — 10,31 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 65 445 ცალკეული მეურნეობა, ასე რომ, საშუალოდ 4,6 ადამიანი მოდის ერთ მეურნეობაზე. ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია: ნუერი — 46,65 %, ანუაკი — 21,17 %, ამჰარები — 8,42 %, კაფიჩო — 5 %, ორომოები — 4,83 %, კამბატა — 1,44 % და სხვა. ძირითადი ენებია: ნუერი — 48,35 %, ანუაკი — 22,02 %, ამჰარული — 11,11 %, ორომოს ენა — 4,85 %, კაფა — 4,65 %, შაკაჩო — 2,48 %, კამბატა — 1,47 % და ტიგრინიული ენა — 1,32 %. რეგიონის მთელი მოსახლეობის 70 % — პროტესტანტია; 16,8 % — მართლმადიდებელი ქრისტიანი; 4,9 % — მუსლიმი; 3,4 % — კათოლიკე; მოსახლეობის დაახლოებით 3,8 % მიეკუთვნება ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს.
1994 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 181 862 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა — 15,08 %. ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია. განათლების დონე შეადგენს 57,5 %-ს მამაკაცებში და 22,8 %-ს ქალებში. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს 92 ბავშვს 1000 დაბადებულიდან (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე მაღალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებარეგიონი დაყოფილია 3 ადმინისტრაციულ ზონად.
- ადმინისტრაციული ზონა 1 (Administrative Zone 1)
- ადმინისტრაციული ზონა 2 (Administrative Zone 2)
- ადმინისტრაციული ზონა 3 (Administrative Zone 3)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
- ↑ 2011 National Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-10-03.