სიდამო
სიდამო — ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთ მთებში მცხოვრებ ხალხთა ჯგუფის სახელწოდება. საერთო რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი. ლაპარაკობენ ქუშიტურ ენებზე. უმრავლესობა ქრისტიანობას აღიარებს, ნაწილი კი ისლამს. შენარჩუნებული აქვთ ტრადიციული ტომობრივი კულტები. მათი ძირითადი საქმიანობაა მთის მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და თევზჭერა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 324.