სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაცია

სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაცია ( არაბ. اتحاد إمارات الجنوب العربي ) — სახელმწიფოთა ორგანიზაცია დიდი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ, რომელიც არსებობდა სამხრეთ იემენის ტერიტორიაზე.

სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაცია
არაბ. اتحاد إمارات الجنوب العربي
ინგლ. Federation of Arab Emirates of the South


11 თებერვალი 19594 აპრილი 1962
გერბი
ენა არაბული
სამხრეთ არაბეთის ფედერაციის რუკა, ადრე ცნობილი როგორც სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაცია.

1959 წლის 11 თებერვალს ბრიტანეთის კოლონია ადენში გამოცხადდა ექვსი კვაზისახელმწიფოს ფედერაცია. შემდგომში მათ კიდევ ცხრა კვაზისახელმწიფო შეემატა. ფედერაციას და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები რეგულირდებოდა „ მეგობრობისა და დაცვის“ ხელშეკრულებით, რომელიც უზრუნველყოფდა ბრიტანეთის პოზიციების შენარჩუნებას სამხრეთ იემენში. [1]

1962 წლის 4 აპრილს სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაციას ეწოდა სამხრეთ არაბეთის ფედერაცია. [2]

ფედერაციის ისტორია (1959–1962 წწ.)

რედაქტირება

1954 წლიდან ადენის კოლონიის გუბერნატორი სერ ტომ ჰიკინბოტამი აწარმოებდა წინასწარ მოლაპარაკებებს ადგილობრივი სამთავროების მმართველებთან, [3] მაგრამ ამ უკანასკნელებს არ გამოუთქვამთ ინგლისზე დამოკიდებულ ფედერაციაში გაწევრიანების რაიმე განსაკუთრებული სურვილი. ადგილობრივი მოსახლეობა თავიდანვე უკიდურესად უარყოფითად იყო განწყობილი ამ იდეის მიმართ. [4]

როგორც არაბული პრესა განმარტავდა, ამ მხარეში ფედერაციის შექმნის ბრიტანული პროექტის მიღმა იმალებოდა „ ბრიტანელი კოლონიალისტების მცდელობები, გაემაგრებინათ იემენის ხელოვნური დანაწევრება.“ ეგვიპტური გაზეთი Al-Gumhuriya წერდა, რომ ამ სფეროში მასზე დამოკიდებული ფედერაციის შექმნით, ლონდონს სურდა განემტკიცებინა ჩრდილოეთიდან იემენის სამხრეთ ნაწილის ხელოვნური იზოლაცია. [5]

ეგვიპტურმა ჟურნალმა Al-Hilal-მა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყალბი ფედერაციის შექმნით, ლონდონმა გადაწყვიტა, გადაეტანა ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება, რომლებიც იბრძოდნენ სამხრეთ და ჩრდილოეთ იემენის გაერთიანებისთვის.

1959 წლის თებერვალში სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაციის შექმნის ოფიციალური გამოცხადების შემდეგ, ადენის დასავლეთის პროტექტორატის 20 სამთავროდან მხოლოდ 6 გახდა ფედერაციის ნაწილი. ფედერაციაში არ შედიოდა ადენის აღმოსავლეთ პროტექტორატის არც ერთი სამთავრო და არც ადენის კოლონია. ბრიტანელები იძულებელები გახდნენ დიდი ზეწოლა მოეხდინათ ლაჰეჯის სულთანზე, მათ შორის, გამოეყენებინათ სამხედრო ძალა, რათა სასულთნო ფედერაციაში შეეყვანათ. შედეგად, 1958 წლის ოქტომბერში ლაჰეჯი იძულებული გახდა სამხრეთის არაბული საამიროების ფედერაციაში შესულიყო. ამრიგად, ლაჰეჯი გახდა ფედერაციის მეშვიდე წევრი.. [6] [7] [8]

1960 წლის თებერვალში სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაციაში შედიოდნენ ქვემო ავლაკის სასულთნო, აკრაბი და დატინი. [9] [10] ამავე დროს, თავად სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაცია არ იყო ძალიან სტაბილური. 1961 წელს, ყოველკვირეულმა Aden Chronicle-მა აღნიშნა, რომ ფადლის, ბეიხანის, დალის, აუდალის, ქვემო და ზემო აულაკის მმართველების ოპტიმიზმი განელდა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათი იმედები ფედერაციის თაობაზე არ გამართლდა [11]

იმავდროულად, ლონდონი დაჟინებით ეძებდა გზებს ფედერაციის შემადგენლობის გასაფართოებლად. 1962 წლის მარტში ვაჰიდის სასულთნო, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, შეუერთდა ფედერაციას და გახდა მისი მე-11 წევრი. ეს იყო პირველი ტერიტორია ადენის აღმოსავლეთ პროტექტორატიდან, რომელიც გახდა ფედერაციის ნაწილი. ვაჰიდი შედგებოდა ორი სასულთნოსგან, რომლებსაც სხვადასხვა სულთნები ხელმძღვანელობდნენ. ვაჰიდის სასულთნო დედაქალაქ ბალჰაუთი გახდა ფედერაციის ნაწილი, ხოლო ვაჰიდის სასულთნო  დედაქალაქ ბირ ალით ფედერაციის მიღმა დარჩა.[12] [13] [14]

1962 წლის 4 აპრილს სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაციას ეწოდა სამხრეთ არაბეთის ფედერაცია; ეს ოფიციალურად იმით იყო განპირობებული, რომ ფედერაციაში დათინის პატარა რესპუბლიკა შევიდა. ფაქტობრივად, სახელის შეცვლა მიუთითებდა ბრიტანეთის განზრახვაზე, რომ უახლოეს მომავალში ფედერაციაში შეეყვანათ არა მხოლოდ ადენის ორივე პროტექტორატი, არამედ ადენის კოლონია.

ადგილობრივი მმართველებისა და ფართო მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ფედერაციასა და ადენს შორის „მჭიდრო კავშირებისა“ მოლაპარაკებები გაგრძელდა: 1962 წლის აპრილში ფედერაციის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდებოდა.

1962 წლის 17 მაისს მიღწეული იქნა შეთანხმება 4 აპრილს ჩამოყალიბებული  სამხრეთ არაბეთის ფედერაციაში, ადენის შეყვანის შესახებ.  თუმცა, მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებს შორისაც არ იყო ერთსულოვნება. ამგვარად, შრომისა და იმიგრაციის მინისტრი საიდი, რომელმაც განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა ხელშეკრულების პირობებს, თანამდებობა დატოვა, ამ შეთანხმების ტექსტი არ გამოქვეყნებულა, [15] მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას განიხილავდნენ ლონდონში მას შემდეგ, რაც კოლონიების ინგლისელი მდივანი გაეცნობოდა ხელშეკრულების შინაარსს. [16] [17] ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს საკანონმდებლო საბჭოსა და ადენის პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე, რამაც თავის მხრივ ადენის მოსახლეობის ფართო უკმაყოფილება გამოიწვია. ამ შეთანხმების წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო დეპეშა გაიგზავნა ლონდონში. [18]

1962 წლის ივნისში, ადენის პროფკავშირების კონგრესის მიწვევით, ინგლისის პარლამენტის წევრები, ლეიბორისტები დ. ტომსონი და რ. ედვარდსი ჩავიდნენ ადენში, რათა გაცნობოდნენ იქ არსებულ ვითარებას. საპასუხოდ გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია ადენის დამოუკიდებლობის მოთხოვნით. [19] [20]

ლონდონში დაბრუნებულმა დ. ტომსონმა და რ. ედვარდსმა გააკეთეს მხოლოდ რამდენიმე მცირე კრიტიკული კომენტარი ადენში არსებული ვითარების შესახებ, [21] მათ ასევე დაგმეს ინგლისის გუბერნატორის გადაწყვეტილება ადენში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ქალთა კოლეჯის დახურვის შესახებ.[22]

სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაციაში თავდაპირველად შემავალი კვაზი-სახელმწიფოები:

რედაქტირება
  •   ოუდალის სასულთნო
  •   ბეიჰანის საამირო [23] [24]
  •   ზემო ავლაკის სასულთნო
  •   დალის საამირო [25]
  •   ქვედა იაფას სასულთნო
  •   ფადლის სასულთნო [26]

კვაზი-სახელმწიფოები, რომლებიც შემდგომ შეუერთდნენ სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაციას

რედაქტირება
  •   აკრაბი
  • ალავი
  •   ვაჰიდის სასულთნო
  •   დატინა
  •   ლაჰეჯის სასულთნო
  •   ქვემო ავლაკის სასულთნო
  •   მაფლაჰი
  •   ხაუშაბის სასულთნო
  •   შაიბა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პოლ დრეში. თანამედროვე იემენის ისტორია. კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი: Cambridge University Press, 2000 წ.
  • რ. ჯ. გევინი. ადენი ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ: 1839-1967 წწ. ლონდონი: C. Hurst & Company, 1975 წ.
  • ტომ ლიტლი. სამხრეთ არაბეთი: კონფლიქტის არენა. ლონდონი: Pall Mall Press, 1968 წ.
  1. Smitson, Scott. "The Road to Good Intentions: British Nation-building in Aden" (PDF). Center for Complex Operations Case Study No. 10. p. 9. Archived from the original (PDF) on 15 February 2013. Retrieved 4 May 2015.
  2. The Middle East and North Africa, Volume 17. Europa Publications., (1971), p. 630.
  3. «Aden Chronicle» (August 7, 1958), p. 17.
  4. «Аль-Джадийд» (1964), № 5, стр. 6.
  5. «Аль-Гумхурия» (Каир, 16.XII.1963).
  6. «Аль-Хиляль» (1964), № 6, стр. 128.
  7. Parliamentary Debates (Commons) 1959–1960, vol. 613, col. 113.
  8. «Aden Chronicle» (November 12, 1959), p. 1.
  9. «Аль-Хиляль» (1964), № 6, стр. 123.
  10. «Aden. Chronicle» (July 3, 1958), p. 11; (February 18), 1960, p. 7.
  11. «Aden Chronicle» (July 13, 1961), p. 9.
  12. «Aden Chronicle» (April 10, 1962), p. 7.
  13. «The Middle East» (1962), p. 65.
  14. «Аль-Хиляль» (1964), № 6, стр. 129.
  15. «The Times» (24.V.1962), pp. 1, 27.
  16. «The Times» (19.V.1962), p. 7.
  17. «Aden Chronicle» (May 24, 1962), pp. 1, 27.
  18. «Aden Chronicle» (May 24, 1962), p. 1.
  19. «Aden Chronicle» (June 21, 1962) ,p. 1.
  20. «Rude pravo» (18.VII.1962), p. 3.
  21. «Parliamentary Debates (Commons)», 1961-1962, vol. 662, col. 1126-1127.
  22. Ibid, vol. 663, col. 212-213.
  23. Hickinbotham T. "Aden", London, (1958), p. 127.
  24. «Aden Chronicle» (July 2, 1958), p. 11.
  25. Валькова Л.В. "Английская колониальная политика в Адене и аденских протекторатах (1945-1967)", "Наука", (1968).
  26. The Times (10.VII.1964), p. 14.