სამხრეთ არაბეთის ფედერაცია
სამხრეთ არაბეთის ფედერაცია ( არაბ. اتحاد الجنوب العربي ) — დიდი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების ორგანიზაცია, რომელიც არსებობდა სამხრეთ იემენის ტერიტორიაზე. დედაქალაქი იყო ადენი. [1]
სამხრეთ არაბეთის ფედერაცია არაბ. اتحاد الجنوب العربي ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | ადენი | ||||||||
ენა | არაბული ენა, ინგლისური ენა | ||||||||
რელიგია | ისლამი | ||||||||
ფართობი | 55 000 კმ2 | ||||||||
მოსახლეობა | 550 000 მოსახლე (1962) | ||||||||
მმართველობის ფორმა | კოლონიალური ადმინისტრაცია | ||||||||
უმაღლესი კომისარი | |||||||||
- 1967 | ჰემფრი ტრეველიანი/ ბარონი ტრეველიანი | ||||||||
ისტორია (1962–1967 წწ.)
რედაქტირება1962 წლის 4 აპრილს შეიქმნა სამხრეთის არაბთა საამიროების ფედერაციის 15 სახელმწიფოსგან. 1963 წლის 18 იანვარს მას შეუერთდა ადენის კოლონია. 1964 წლის ივნისში ზემო აულაკის სასულთნოს ანექსიის შემდეგ ფედერაციაში 17 სახელმწიფო შვვიდა. შეიხ ოსმანსა და პატარა ადენს შორის შუა გზაზე უდაბნოში აშენდა სამხრეთ არაბეთის ფედერაციის დედაქალაქი, ალ-ითთიჰადი. რეგიონებს შორის მანძილი დიდი იყო: მაალადან (ადენის რეგიონი) შეიხ ოსმანამდე — 8 კილომეტრი, პატარა ადენამდე — 13 კილომეტრი.
1962 წლის 23 ივლისს ლონდონში დაიწყო მოლაპარაკებები ბრიტანეთის კოლონიების მინისტრ დუნკან სანდისსა და სამხრეთ არაბეთის ფედერაციისა და ადენის კოლონიის მინისტრებს შორის. მხარეებს შორის ადენის კონსტიტუციური სტატუსის და ფედერაციაში შესვლის პირობების საკითხი დაისვა. ადენში მრავალმა პარტიამ და ორგანიზაციამ გააპროტესტა ეს მოლაპარაკებები, ვინაიდან მათი აზრით, კოლონიალური სახელმწიფოს მინისტრებს არ ჰქონდათ უფლება გადაეწყვიტათ ადენის მოსახლეობის ბედი და რომ მხოლოდ საერთო არჩევნების შედეგად შექმნილი ადენის ეროვნული მთავრობა იყო კომპეტენტური ფედერაციასთან გაერთიანების საკითხში. ამ ყველაფრის მისაღწევად საჭირო იყო მისი ინგლისზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ადენის პროფკავშირების კონგრესის ხელმძღვანელობით, განაცხადეს, რომ ადენის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გაფორმებული ნებისმიერი გაერთიანება პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში დაიშლებოდა. ლონდონის მოლაპარაკებების დაწყების
დღეს ადენში საპროტესტო გაფიცვა გამოცხადდა. ადენის პროფკავშირების კონგრესმა მოითხოვა გაფიცვის მოწყობა, მიუხედავად იმისა, რომ ადენს ჰქონდა კანონი, რომელიც კრძალავდა გაფიცვებს 1960 წლიდან. კანონის დამრღვევები პატიმრობას ექვემდებარებოდნენ.[2]
1962 წლის 16 აგვისტოს მოლაპარაკებები დასრულდა ხელშეკრულების ხელმოწერით, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის სუვერენიტეტის ქვეშ მყოფი ადენი 1963 წლის 1 მარტს უნდა გამხდარიყო სამხრეთ არაბეთის ფედერაციის ნაწილი. შეთანხმების მიხედვით 1959 წლის 11 თებერვალს ხელმოწერილი ფედერაციის შეთანხმება ძალაში დარჩებოდა და ახალი ხელშეკრულება მხოლოდ მისი დამატება იქნებოდა. ამ მოლაპარაკებების დროს ასევე მიღწეული იქნა შეთანხმება ადენის კონსტიტუციურ სტატუსში მცირე ცვლილების შეტანაზე, მას შემდეგ რაც ის ფედერაციის ნაწილი გახდებოდა.[3]
1965 წელს ბრიტანელებმა დროებით მოხსნეს სამხრეთ არაბეთის ფედერაციის მთავრობა და შემოიღეს პირდაპირი კოლონიური მმართველობა.
1966 წელს ფედერაციის გუნდმა მონაწილეობა მიიღო თანამეგობრობის თამაშებზე , კინგსტონში, (იამაიკა).
ფედერაცია დაიშალა და მიიღო დამოუკიდებლობა სამხრეთ არაბეთის პროტექტორატთან ერთად. 1967 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა.[4]
ფედერაციის სუბიექტები
რედაქტირებადროშა | სახელი | Შეიქმნა | შეუერთდა | შენიშვნები |
---|---|---|---|---|
ადენის შტატი | 1963 წ. | |||
ალავი | უცნობია | |||
აქრაბი | 1770 წ | |||
აუდალის სასულთნო | მე -18 საუკუნე | |||
ბეიჰანის საამირო | 1680 წ. | |||
დათინა | მე -18 საუკუნე | |||
დალას საამირო | მე-19 საუკუნის
დასაწყისში |
|||
ფადლის სასულთნო | მე-17 საუკუნე | |||
ჰაუშაბის სასულთნო | მე -18 საუკუნე | |||
ლაჰეჯის სასულთნო | 1728 წ. | 1872 წ. | ადრე მართავდა ადენს | |
ქვედა აულაკის სასულთნო | მე -18 საუკუნე | |||
ქვედა იაფას სასულთნო | დაახლ. 1800 წ | |||
მუფლაჰი | 1850 წ | |||
შაიბი | მე -18 საუკუნე | |||
ზემო აულაკი | მე -18 საუკუნე | |||
ზემო აულაკის სასულთნო | მე -18 საუკუნე | |||
ვაჰიდის სასულთნო | 1830 წ | თავდაპირველად შედგებოდა ოთხი სუბ-სასულთნოსგან: ვაჰიდი ბალჰაფი, ვაჰიდი აზანი, ვაჰიდი ბირ ალი, ვაჰიდი ჰაბანი |
მმართველთა სია
რედაქტირებამთავარი მინისტრები
რედაქტირება- ჰასან ალი ბაიუმი (1963 წლის 18 იანვარი – 1963 წლის 24 ივნისი)
- ზეინ აბდუ ბაჰარუნი (9 ივლისი 1963 – 23 იანვარი 1965)
- აბდულ-ქავი ჰასან მაკკავი (7 მარტი 1965 - 25 სექტემბერი 1965)
- ალი მუსა ალ-ბაბაქრი (25 სექტემბერი 1965 - 30 აგვისტო 1966)
- სალიჰ ალ-ავადლი (30 აგვისტო 1966 – 30 ნოემბერი 1967)
უმაღლესი კომისრები
რედაქტირება- სერ ჩარლზ ჯონსტონი (1963 წლის 18 იანვარი - 1963 წლის 17 ივლისი)
- სერ კენედი ტრევასკისი (1963 წლის 17 ივლისი - 1964 წლის 21 დეკემბერი)
- სერ რიჩარდ ტერნბული (21 დეკემბერი 1964 - 22 მაისი 1967)
- სერ ჰამფრი ტრეველიანი (22 მაისი 1967 - 30 ნოემბერი 1967)
Საფოსტო მარკები
რედაქტირებაფედერაცია 1963 წლიდან 1966 წლამდე გამოსცემდა ადენის საკუთარ საფოსტო მარკებს . 1965 წლის 1 აპრილს გამოვიდა უკანასკნელი კომპლექტი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 188
ლიტერატურა
რედაქტირება- Tom Little. South Arabia: Arena of Conflict. London: Pall Mall Press, (1968).
- Gavin R.J. Aden Under British Rule: 1839-1967. London: C. Hurst & Company, (1975).
- Paul Dresch. A History of Modern Yemen. Cambridge, UK: Cambridge University Press, (2000).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Parliament Building in Al Ittihad, the capital of the Federation of South Arabia
- ↑ A Collection of First World War Military Handbooks of Arabia, 1913–1917. Vol. 3. Archive Editions. 1988. pp. 84–93. ISBN 978-1-85207-086-1.
- ↑ «Aden Chronicle» (October 4, 1962), pp. 1, 28.
- ↑ Cahoon, Ben. "States of the Aden Protectorates". World Statesmen.org. Retrieved 27 April 2010.