სამყურისწვერი
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
სამყურისწვერი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ალაზნის ერთ-ერთი შენაკადის — სამყურისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3258 მ. სამყურისწვერის მიდამოები აგებულია იურული თიხაფიქლების ინტენსიურად დანაოჭებული წყებებით. მთის კალთები შემოსილია წიფლის ტყით, თხემი — სუბალპური და ალპური მდელოებით.
სამყურისწვერი | |
---|---|
სამყურისწვერის ხედი სოფ. ვესტომთიდან | |
კოორდინატები: 42°22′15″ ჩ. გ. 45°27′35″ ა. გ. / 42.37083° ჩ. გ. 45.45972° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3258 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 43.