ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დეკანოზი სამსონ თოდუა (გ. 1938, სოფ. ხაბუმე, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) — ქართველი სასულიერო პირი (დეკანოზი) და პუბლიცისტი.

მოღვაწეობდა დღევანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მისი პუბლიცისტური წერილებიდან გამსაკუთრებულად ცნობილია სასულიერო ჟურნალ „მწყემსში“ გამოქვეყნებული წერილი ოცინდალეს მონასტერზე, რის შედეგადაც საზოგადოებამ გაიგო ამ კომპლექსის შესახებ[1]

ბაბუა დავით თოდუა ასევე იყო მღვდელი სოფელ თაიაში ჰყავდა ოთხი ძმა (ბესარიონი, ათანასე, აკი, თეოდორე) და ორი და. ხუთივე ძმა იყო სასულიერო პირი. ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა მათ ბაბუას მღვდელ დავითს. დეკანოზმა სამსონმა დაამთავრა ოდესის სასულიერო სასწავლებელი. ძმებიდან ჩხოროწყუში დარჩა ორი- დეკანოზი სამსონი და დეკანოზი ათანასე. დანარჩენები მსახურობდნენ ზუგდიდსა და ქუთაისში. ხუთივე ძმის სახელს უკავშირდება დაწყებითი სკოლებისა და ბიბლიოთეკების ორგანიზება იმ ადგილებში, სადაც მსახურობდნენ. დეკანოზ სამსონს ჯუმითში დაუარსებია ორკლასიანი სკოლა, რომელიც შემდეგ ოთხწლედად გადაუკეთებიათ. აშკარაა, რომ ასეთი საქმიანობა უკავშირდებოდა იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობას.[2]

დეკანოზი სამსონი განათლებული პიროვნება იყო. ზუგდიდსა და სენაკის სასულიერო სკოლებში იგი სჯულის კანონს ასწავლიდა. ამ სკოლებში მისი დასწრების გარეშე არც გამოსაშვები გამოცდები ტარდებოდა და არც სწავლის დასრულების ცნობა გაიცემოდა.

დეკანოზმა სამსონმა გერმანიიდან გამოიწერა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იარაღები, რაც სოფლის მოსახლეობისთვის იმ დროსთვის ნამდვილი საოცრება იყო. მას ასევე წვლილი მიუძღვის სოფელ ხაბუმის ფოსტის დაარსებაში. დააარსა სკოლა სოფელ თაიაში.[3]

სოფელ ჯუმითში ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით დეკანოზმა სამსონმა ააგო ხის პატარა ეკლესია სადაც მსახურობდა და იყო წინამძღვარი. ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ 1921 წელს მას აუკრძალეს მსახურება, ეკლესია კი საწყობად გადააკეთეს.1930 წელს ხაბუმის ოლქის მღვდელუხუცესი სამსონ თოდუა ეკლესიიდან „მიდის“ ამის შემდეგ დეკანოზი სამსონი სახლში მალულად ასრულებდა იმ რიტუალებს, რისი უფლებაც კანონიკურად მღვდელმსახურს აქვს სახლის პირობებში. წლების შემდეგ კი ეკლესია საერთოდ დაანგრიეს. დეკანოზი სამსონი ავად გახდა და 1938 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ჯუმითში, წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში, შვილთან ერთად[4]

მისი შთამომავალი, შვილთაშვილი ილია კარტოზია წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად იტალიაში მიმავალი გემის ჩაძირვისას ადრიატიკის ზღვაში დაიღუპა, დაუთმო რა თავისი ადგილი ბავშვს სამაშველო ნავზე.[5]

  1. ჟურნალი „მწყემსი“ №20, 1887, 15 სექტემბერი, გვ. 7-8
  2. ჩხოროწყუს ციფრული არქივი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-04-03.
  3. ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სამეცნიერო-შემოქმედებითი ჟურნალი „მოამბე“ 2013 წელი, №2, გვერდი 9-10
  4. სამსონ თოდუა – ღირსეული სასულიერო პირის გაცოცხლებული ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2021-04-03.
  5. მე იქიდან ჩამომასვენებენ“ — მამა ილია კარტოზიას ავი წინათგრძნობა
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამსონ_თოდუა“-დან