სამოსა (სპარს. سنبوساگ; sanbosag[1]) — შემწვარი ან გამომცხვარი ცომი შიგთავსით (ცხარე კარტოფილი, ხახვი, ბარდა, ოსპი, ხორცი, ქათამი). ზომა და ფორმა განსხვავებულია, თუმცა მეტად გავრცელებულია სამკუთხედისებური. ხშირად სოუსთან ერთად მიირთმევენ. სამოსა ინდოეთის სუბკონტინენტზე, სამხრეთ-აღმოსავლეთში, ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, არავიულ ნახევარკუნძულზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აფრიკის ჩრდილოეთსა და სამხრეთ ნაწილებშია პოპულარული.

სამოსა ჩატნით და მწვანე ჩილეთი

სავარაუდოდ კერძი ცენტრალურ აზიაში გაჩნდა (ცნობილი როგორც სამსა), სადღაც X საუკუნეში. სამოსას მოიხსენიებენ ირანელი ისტორიკოსის ბეიჰაკის ნამუშევარში (995—1077). სამოსა ინდოეთში XIII საუკუნიდან გახდა ცნობილი და მეზობელ ქვეყნებში ვაჭრების მიერ იქნა გატანილი. არსებობს მრავალი რეგიონალური ვერსია იმავე კერძის სხვადასხვა სახელწოდებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Lovely triangles, 23 August 2008.