სამთითასებრნი
სამთითასებრნი (ლათ. Turnicidae) — ფრინველთა ოჯახი. მათი სხეულის სიგრძეა 10–23 სმ, მასა 20–130 გრამი. მცირე ზომის, ხმელეთის ფრინველებია. იერით, შეფერილობით და ეკოლოგიურად მწყრებს წააგვანან, თუმცა, მოლეკულურ-გენეტიკური მონაცემების თანახმად, მიაკუთვნეს მეჭვავიასნაირთა რიგს. ფრთები მომრგვალებულია, მოკლე კუდი თითქმის მთლიანადაა დამალული ბუმბულებში; ნისკარტი მაგარია, ფეხები ძლიერი, აქვთ სამი თითი (აქედან სახელწოდება). ფრენენ მხოლოდ უკიდურესი საფრთხის შემთხვევაში, რა დროსაც მიწიდან მცირე სიმაღლეზე აფრინდებიან და 10–60 მეტრს გაიფრენენ ხოლმე. გავრცელებული არიან ძველი სამყაროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ბინადრობენ სტეპებში, სავანებში, მდელოებზე, ბუჩქნარებში, დაჭაობებულ ჭალებში. იკვებებიან თესლებით და მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით, იშვეათად უხერხემლოებით. სახეობების უმრავლესობაში დედალი ზომით უფრო დიდი და კაშკაშა ფერისაა, რაც დაკავშირებულია სქესობრივი როლების ინვერსიასთან: დედლები ტიხტიხებენ (გამოსცემენ შორ მანძილზე გასაგებ ხმებს), მეტოქეობენ ტერიტორიისა და მამალთა ყურადღებისათვის. დედალი სხვადასხვა მამალთან ერთად 3–5 ბუდეს აკეთებს და თითოეულში 4-მდე კვერცხს დებს. კრუხობენ მამლები და ბარტყებსაც ისინი უვლიან.
სამთითასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზოლიანი სამთითა (Turnix suscitator) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Turnicidae (Gray, 1840) | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Коблик Е. А. ТРЁХПЁРСТКИ // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 381.