საკმელასებრნი (ლათ. Cistaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. აერთიანებს ბუჩქებს, ნახევრად ბუჩქებს და ბალახებს. აქვთ მოზამთრე ან ცვენია მარტივი ფოთლები, თეთრი, მოყვითალო, მოვარდისფრო მარტოული ან საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები. ნაყოფი კოლოფია. ხმელთაშუაზღვისპირეთის დამახასიათებელი ოჯახია. ოჯახი 4-8 გვარისაგან შედგება.

საკმელასებრნი
Cistus salvifolius
Cistus salvifolius
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  სეკმელასებრნი
ლათინური სახელი
Cistaceae

საქართველოში გავრცელებულია 3 გვარის სახეობები. მათგან საკმელა (ლათ. Cistus) დასავლეთ საქართველოში გვხვდება. მზეყვავილა (ლათ. Helianthemum) და ფუმანა (ლათ. Fumana) მთელ რესპუბლიკაში.

ლიტერატურა რედაქტირება