საკმელა
საკმელა (ლათ. Cistus) — მცენარეთა გვარი საკმელასებრთა ოჯახისა. ბუჩქებია, სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ქეჩისებრ შებუსვილია ვარსკვლავისებრი და ჯირკვლოვანი ბეწვებით. საკმელა ხმელთაშუაზღვისპირეთის მაკვისის დამახასიათებელი მცენარეა.
საკმელა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cistus | ||||||||||||
|
საქართველოში 2 სახეობა იზრდება. მათგან პონტური საკმელას (Cistus creticus) მოვარდისფრო ყვავილი აქვს. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე ფიჭვნარში და კირქვიან კლდოვან ფერდობებზე, აფხაზეთსა (ბიჭვინთა) და აჭარაში (ჭოროხზე).
იგი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.[1] მეორე სახეობას — სალბფოთოლა საკმელას (Cistus salvifolius) მოთეთრო-მოყვითალო ყვავილი აქვს. გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარასა და იმერეთში. ორივე სახეობა დეკორატიული და თაფლოვანია. იყენებენ ხალხურ მედიცინაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 677.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Georgian Biodiversity Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-25. ციტირების თარიღი: 2016-01-16.