მზეყვავილა (ლათ. Helianthemum) — მცენარეთა გვარი საკმელასებრთა ოჯახისა. ერთი ან მრავალწლოვანი ბალახები, უფრო ხშირად ბუჩქბალახებია. საქართველოში ამ გვარის 9 სახეობა იზრდება. მათგან ერთი სახეობა (Helianthemum georgicum) საქართველოს ენდემია (გვხვდება მხოლოდ ქართლსა და მესხეთში), ერთი (Helianthemum buschii) — კავკასიისა (იზრდება დასავლეთ და ცენტრალურ იმიერკავკასიაში). დანარჩენი 7 ფართოდ არის გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. მზეყვავილა იზრდება მშრალ და ქვიან ფერდობებზე, კლდეებზე, აგრეთვე ბუჩქნარებს შორის მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე.

მზეყვავილა
Helianthemum grandiflorum
Helianthemum grandiflorum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  საკმელასებრნი
გვარი:  მზეყვავილა
ლათინური სახელი
Helianthemum

დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეებია. დიდი რაოდენობით შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს.

ლიტერატურა

რედაქტირება