საილიუგემის ქედი (რუს. Сайлюгем) — ქედი სამხრეთ-აღმოსავლეთ ალთაიში. ადმინისტრაციულად გაწოლილია რუსეთის ალთაის რესპუბლიკისა და მონღოლეთის საზღვარზე. სიგრძე დაახლოებით 130 კმ, სიმაღლე 3500 მ-მდე. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 3502 მ (მთა სარი-ნოხოიტი). ბევრია უღელტეხილი. არგუთისა და ჩუიის (მდინარე ობის აუზი) სათავეებისა და მდინარე კობდოს აუზის წყალგამყოფია. კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია. აგებულია კირქვიანი ქვიშაქვებით, თიხაფიქლებით, ლავებითა და ტუფებით. მაღალმთიანეთში გაბატონებულია მღიერიანი და ქვის ტუნდრა, სამხრეთ კალთებზე, 2600 მ ქვემოთ გვხვდება მთის წაბლა ნიადაგებზე განვითარებული სტეპის მცენარეულობა.

საილიუგემის ქედი
კოორდინატები: 49°27′28″ ჩ. გ. 88°48′49″ ა. გ. / 49.45778° ჩ. გ. 88.81361° ა. გ. / 49.45778; 88.81361
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
ტერიტორიული ერთეული ალთაის რესპუბლიკა
ტუვე
უმაღლესი წერტილი სარი-ნოხოიტი
სიმაღლე 3502 
სიგრძე 130 კმ
საილიუგემის ქედი — რუსეთი
საილიუგემის ქედი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება