საიკა
საიკა, პოლარული ვირთევზა (ლათ. Boreogadus saida) — თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 13-27 სმ, იშვიათად 40 სმ აღწევს. გავრცელებულია ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში. ტოფობს ზამთარში. იკვებება პლანქტონით და მოზარდი თევზებით. მას საკვებად იყენებს ზღვის მრავალი ძუძუმწოვარი, ფრინველი, თევზი. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს.
საიკა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საიკა (Boreogadus saida) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Boreogadus saida | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 662.