საზღვარგარეთულა
საზღვარგარეთულა — მდინარე საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ნიალისყურის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 2790 მ სიმაღლეზე. სიგრძე 18,3 კმ, აუზის ფართობი 60,4 კმ². ერთვის ბუღდაშენის ტბის დასავლეთ ნაპირს. საზრდოობს მცირე წყაროებით. მთლიანდ მდინარის აუზში მრავალი წყაროა განვითარებული.[1]
საზღვარგარეთულა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
სათავე |
ნიალისყურის ქედი 41°09′07″ ჩ. გ. 43°33′08″ ა. გ. / 41.152028° ჩ. გ. 43.552333° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2790 მ |
შესართავი |
ბუღდაშენის ტბა 41°11′51″ ჩ. გ. 43°41′14″ ა. გ. / 41.197722° ჩ. გ. 43.687222° ა. გ. |
სიგრძე | 18.3 კმ |
აუზის ფართობი | 60.4 კმ² |
მდინარის სისტემა | ბუღდაშენის ტბა → ბუღდაშენი → ფარავანი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
— სათავე, — შესართავი |
საზღვარგარეთულას ხეობის სათავეში, ზღვის დონიდან 2900–2950 მ სიმაღლეზე გვხვდება ჩრდილოეთით გახსნილი ჩადაბლება, რომელიც ამოვსებულია დაკუთხული ანდეზიტ-დაციტური ლავების ალოქტონური ლოდნარით. მისი ხეობა ზემო წელში მყინვარის არსებობის ნიშნების კარგი მატარებელია. მყინვარული და წყალ-მყინვარული ნალექების მეორადი გადალექვის ხარჯზე მდინარე საზღვარგარეთულას შესართავთან შექმნილია მძლავრი გამოზიდვის კონუსი, რომელიც აგებულია კარგად დამუშვებული კაჭრებითა და ქვამრგვალებით.[2]
საზღვარგარეთულა ბუღდაშენის ერთადერთი შენაკადია და ტბის წყალშემკრების სამ მეოთხედს შეადგენს. ჩამონადენის მოდული 6 წმ/კმ², წყლის საშუალო ნაკადი 300 ლ/წ.[3] მდინარის ირგვლივ ჭაობებია განვითარებული. მდინარე საზღვარგარეთულას ადგილობრივი სახელწოდებაა „ზაგრანიჩნაია“ (რუს. Заграничная) ანუ „სასაზღვრო მდინარე“.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Апхазава И. С. Озера Грузии; Ин-т географии. Тбилиси : "Мецниереба", 1975.
- ↑ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. თბ., 1967. ტ. 45. გვ. 127. (N1).
- ↑ ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები : ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია, თბ., 2004
- ↑ ლევან მარუაშვილი. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., „ცოდნა“, 1964, გვ. 153